ნინო ქაჯაიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2003 წლიდან მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში, ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ სამსახურში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და გენერალურ პროკურატურაში.

2008 წლიდან ნინო ქაჯაია იუსტიციის სამინისტროში მუშაობს. დღემდე მას სხვადასხვა დეპარტამენტში ეკავა მრჩევლის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის თანამდებობები.

მოცემულ ეტაპზე ნინო ქაჯაია არის ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი.