თარიღი: 24 თებერვალი 2010 16:23:42
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. 2009 წლის ივლისში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. 2010 წლის 24 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც კანონპროექტი განიხილეს. შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებთან ერთად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთ