თარიღი: 11 თებერვალი 2010 17:39:49
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები 2010 წლის 11 თებერვალს თბილისის 54-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსწავლეებს იმ ერთობლივი კამპანიის შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით წამოიწყეს. შეხვედრას 54-ე საჯაროს სკოლის მოსწავლეებთა