ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა კონკურსი დასრულდა

თარიღი: 20 დეკემბერი 2019
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა კონკურსი დასრულდა. პროფესიული ტესტირება  87 აპლიკანტმა გაიარა, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (75 ქულა და მეტი) 51-მა გადალახა. პროფესიულ ტესტი სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი იყო, მანამდე სტაჟირების მსურველებმა ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტი ჩააბარეს.
 
წარმატებული კონკურსანტები  სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატაში გაივლიან. სწავლების კურსი მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს, რომელსაც სტაჟიორი გაივლის  სანოტარო ბიუროებსა და საჯარო დაწესებულებებში. 
 
სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში ერთ-ერთი საშუალებაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად, საგამოცდო და ტესტირების პროცესს, ტრადიციულად, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ატარებს.