იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

თარიღი: 11 დეკემბერი 2019

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ზოგადი უნარების ტესტირებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (70 ქულა და მეტი) 94-მა მონაწილემ გადალახა.

ტესტირება იუსტიციის სასწავლო ცენტრში 10 დეკემბერს გაიმართა. მეორე ეტაპი, პროფესიული ტესტირება 24 დეკემბრამდე გაიმართება. მასში მონაწილეობას ის აპლიკანტები მიიღებენ, რომელთაც პირველი ტესტირება წარმატებით გაიარეს.

სტაჟირების კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი სტაჟირებისთვის ნოტარიუსთა პალატაში იგზავნება. სწავლების კურსი მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს, რომელსაც სტაჟიორი გადის სხვადასხვა სანოტარო ბიუროებსა და საჯარო დაწესებულებებში. სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში 9 ნოემბერს გამოცხადდა.