ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცაგერში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

თარიღი: 06 დეკემბერი 2019

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 73- საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ცაგერში გახსნა.

პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჯარო და კერძო სექტორის სერვისების მიწოდება თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაშიკომფორტულ გარემოში.

ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და მოწვეული სტუმრები.

ახალი საზოგადოებრივი ცენტრი ცაგერისა და მიმდებარე 50-მდე სოფლის 13 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.

ცენტრში მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად, „ერთი ფანჯრისპრინციპით შეუძლია, მიიღოს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისი, მათ შორის, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, დაარეგისტრიროს ქორწინება, აიღოს დაბადების მოწმობა, ასევე, ატესტატი, გააკეთოს განცხადება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, ისარგებლოს სოციალურად დაუცველი ოჯახის ქულის მინიჭების სერვისით, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა.

საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიცაა. ციფრული და ბეჭდური ბიბლიოთეკა, ასევე, უფასო ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი დარბაზი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომიამაგთისადალიბერთი ბანკისმომსახურებაც.ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებითაც ისარგებლებენ.

ცაგერის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე, გასართობი შოუ-პროგრამის თანხლებით, ანიმატორებმა, ილუზიონისტებმა და ზღაპრების გმირებმა იზრუნეს.

ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა. გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი - საზეიმო კონცერტი გაიმართა.


სულ მალე საზოგადოებრივი ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  ყაჩაღანშიც გაიხსნება.