იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე საერთაშორისო შეხვედრას დაესწრო

თარიღი: 15 თებერვალი 2014
იუსტიციის სამისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძის ხელმძღვანელობით ციურიხში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო სემინარში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც  ქსელური პრობლემების მონიტორინგის და მათზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების საკითხებს ეხება.  სემინარის მონაწილეები - სხვადასხვა ქვეყნების კომპიუტერული და ქსელური მხარდაჭერის გუნდებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, უახლეს IT ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები გააცნეს და კომპიუტერული უსაფრთხოებისა და ინციდენტების აღმოფხვრის მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს.
 
სემინარისათვის  კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი SWITCH-CERT (Computer Emergency Response Team) შეირჩა, რადგან ის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური ჯგუფია ევროპაში. განსაკუთრებით დიდი გამოცდილება SWITCH-CERT-მა  ქსელურ მონიტორინგის სერვისში დააგროვა, რაც  მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო.
 
სასწავლო ვიზიტის მიზანი კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეგირების საქართველოს გუნდის ქსელური მონიტორინგის სერვისის გაფართოება და გაუმჯობესებაა, რათა  იოლად გამოვლინდეს შესაძლო საფრთხეები და დროულად მოხდეს მათი აღმოფხვრა.