სიახლეები
პარასკევი, 17 ნოემბერი , 2023
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში რატი ბრეგაძეს მოუსმინეს
იუსტიციის მინისტრმა დეპუტატებს უწყების საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
- ევროინტეგრაციის მიმართულებით გაწეული საქმიანობა;
- საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა;
- სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი;
- მოქალაქეებისთვის სერვისებზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივება;
- მობილური იუსტიციის სახლი, ახალი და მშენებარე იუსტიციის სახლები;
- ახალი პენიტენციური კოდექსი პატიმართა უფლებების მეტი დაცულობისთვის;
- მორიგებით დასრულებული საქმეები;
- „ციფრული უნივერსიტეტი“ მსჯავრდებულთა განათლების უფლებისთვის;
- აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის პროგრამები;
- მიწის სისტემური რეგისტრაცია საკუთრების უფლების დასაცავად;
- სისტემური დამისამართება მოქალაქეთათვის სერვისების მიღების გამარტივებისთვის;
- ციფრული მმართველობის განვითარება.
რატი ბრეგაძემ მოხსენების შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.