საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           

საწყისი გვერდი > სამართალშემოქმედების  დეპარტამენტი

 

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - სამართალშემოქმედების დეპარტამენტი:

  • ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს სამართლის ცალკეულ სფეროებში;

  • შეიმუავებს სამართალშემოქმედებითი მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპებს;

  • შეისწავლის მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისობას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან და, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, შეიმუშავებს სათანადო წინადადებებსა და ნორმატიული აქტების პროექტებს;

  • სამართლებრივ ექსპერტიზას უტარებს ნორმატიული აქტების პროექტებს;

  • შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროსათვის განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად.


დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის:

  1. საჯარო სამართლის სამმართველო;

  2. კერძო სამართლის სამმართველო;

  3. სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამმართველო;

  4.  კონსტიტუციური სამართლის სამმართველო.