საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფის - საერთაშორისო კერძო
სამართლის დეპარტამენტის - ფუნქციაში შედის:
სამართლებრივ
ექპერტიზას პროექტებისა, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს, ან
ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო
ქვეყნის სასამართლოს მიერ;
განხილვა იმ საწარმოების
ხელშეკრულების პროექტებს, რომელთა წილის 50 პროცენტზე მეტს ან აქციათა
საკონტროლო პაკეტს ფლობს სახელმწიფო, და ეს ხელშეკრულებები ითვალისწინებენ
მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს
მიერ;
არბიტრაჟებში ან უცხო
ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
გრანტებთან, სახელმწიფო
ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან
დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ჰააგის საერთაშორისო კერძო
სამართლის კონფერენციის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ
ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია და თანამშრომლობის ორგანიზაცია.