საწყისი გვერდი საიტის გეგმა
Ministry of Justice     
geo    eng
           


საწყისი გვერდი > საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი > საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო > საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო > ბავშვთა უფლებები

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო თავის ფუნქციებს ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს დებულებასა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულებაზე დაყრდნობით.

ფუნქციათა განხორციელებისას სამმართველო ხელმძღვანელობს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო (ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები) სამართლებრივი აქტებით, კერძოდ:

საერთაშორისო სამართლებრივი აქტები (მრავალმხრივი შეთანხმებები):

  1. ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ, სტრასბურგი, 1959 წლის 20 აპრილი და ამ კონვენციის დამატებითი ოქმი;
  2. კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებროვი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ; მინსკი, 1993 წლის 22 იანვარი;
  3. ევროპული კონვენცია უცხოეთის კანონმდებლობაზე ინფორმაციის შესახებ; ლონდონი, 1968 წლის 7 ივნისი;
  4. ევროპული კონვენცია ბავშვთა მოტაცების სამოქალაქო ასპექტებთან დაკავშირებით; ჰააგა, 1980 წლის 25 ოქტომბერი;
  5. ევროპული შეთანხმება სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ; სტრასბურგი, 1977 წლის 1 იანვარი.

სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი შეთანხმებები სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ:

  1. ხელშეკრულება სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის;
  2. ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ;
  3. ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ;
  4. ხელშეკრულება საქართველოსა და თურქმენეთს შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ;
  5. ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ;
  6. ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო,სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე
    სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ
    ;
  7. ხელშეკრულება საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
  8. ხელშეკრულება საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ;
  9. ხელშეკრულება საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
     

ადგილობრივი სამართლებრივი აქტები:

  1. საქართველოს კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ”
  2. საქართველოს კანონი „აერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“.
  3. და სხვა საკანონმდებლო აქტები.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების, წერილების და შუამდგომლობების განხილვა, მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნისა და შესრულების ორგანიზება;
  • სამართლებრივ ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, და მათი შესრულების ორგანიზება;
  • საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების საქართველოში აღსრულების ორგანიზება;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფა საზღვარგარეთის იუსტიციის ორგანოებთან;
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო მონაწილეობს ევროსაბჭოს შემდეგი კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების საქმიანობაში:

სამართლებრივი თანამშრომლობის ევროპული კომიტეტი (CDCJ);


საპროექტო ჯგუფი ადმინისტრაციული სამართლის თაობაზე (CJ-DA);

მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა კომიტეტი (CJ-S-NAT);

ექსპერტთა კომიტეტი პატიმრობაში დაბრუნებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მენეჯმენტისათვის დაბრუნების შედეგების თაობაზე  (PR-DP);

ექსპერტთა კომიტეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და საზოგადოებაში სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მოპყრობის თაობაზე (PC-DS);

ადამიანის უფლებათა კომიტეტი (CDDH);

ადამიანის უფლებათა დაცვის პროცედურების გაუმჯობესების ექსპერტთა კომიტეტი (DH-PR);

ადამიანის უფლებათა განვითარების ექსპერტთა კომიტეტი (DH-DEV);

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შეფასების ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL);

სახელმწიფო ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO);

საოჯახო სამართალზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (CJ-FA)

მონიტორინგის კომიტეტები:

წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT);

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისია (ECRI).


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო:

თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან

ბავშვზე მზრუნველობის საერთაშორისო სამართალი:

ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის იმპლემენტაცია

ინფორმაცია დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობისა და სხვა ქვეყნებიდან სამოქალაქო აქტების გამოთხოვის შესახებ:

საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობისა და სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოს წინაშე სამოქალაქო აქტების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღძვრის მიზნით დაინტერესებულმა პირმა რუსულ ენაზე უნდა შეავსოს განცხადება და თანდართული ანკეტა (ორ ეგზემპლარად).

იხილეთ: ხშირად დასმული კითხვები