საწყისი გვერდი  
Ministry of Justice     
geo    eng
           


საწყისი გვერდი > საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი > საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო > საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო > ბავშვთა უფლებები

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც:

  • უზრუნველყოფს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს;

  • მონაწილეობს სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართაში;

  • უზრუნველყოფს სამინისტროს ურთიერთობას საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

  • განსაზღვრავს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხს, ამზადებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ახდენს მათგან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების კოორდინაციას, ან განიხილავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების საკითხს.

დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის, აგრეთვე:

  • საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამართალთან და ევროპის სამართალთან;

  •  წინადადებების შემუშავება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანოთა სხდომებზე განსახილველ დოკუმენტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;

  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დეპარტამენტის დაქვემდბარებაშია შემდეგი სამმართველოები:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. ამასთან, თანამშრომლობის  შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორამდუმი გაფორმებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსთან.

იხილეთ: