საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           

საწყისი გვერდი > სააღსრულებო დეპარტამენტი > აუქციონი

სააღსრულებო დეპარტამენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია 2001 წლის 22 იანვარს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;
ბ) დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;
გ) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;
დ) სააღსრულებო პოლიციის სამმართველო;
ე) საერთო განყოფილება;
ვ) იურიდიული განყოფილება;
ზ) საგამოძიებო სამმართველო.

სააღსრულებო ბიუროები

სააღსრულებო ბიუროები წარმოადგენენ სააღსრულებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებს, რომელთა საქმიანობა განისაზღვრება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად. სააღსრულებო ბიუროები აწარმოებენ სასამართლო და სხვა ადმინისტრაციული აქტების აღსრულებას, რომლებიც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად ექვემდებარებიან აღსრულებას.

სააღსრულებო ბიუროებია:

    1. თბილისის სააღსრულებო ბიურო - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-3 კვ. 8ა;
    2. იმერეთის სააღსრულებო ბიურო - ქუთაისი, სადგურის ქ. 3;
    3. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო - რუსთავი, რუსთაველის ქ. №21;
    4. შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურო - გორი, შმაგის ქ.№1;
    5. კახეთის სააღსრულებო ბიურო - თელავი, დავითაშვილის ქ. №4;
    6. გურიის სააღსრულებო ბიურო - ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14;
    7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო - ზუგდიდი, ლაღიძის ქ. №12;
    8. მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო - მცხეთა, სამხედროს ქ. №17;
    9. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო - ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62;
    10. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო - ამბროლაური, თამარ მეფის ქ.№1;

    11. აჭარის სააღსრულებო ბიურო - ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №81

სააღსრულებო პოლიცია

სააღსრულებო პოლიციის ძირითადი მიზანია, დახმარება აღმოუჩინოს სასამართლო აღმასრულებლებს სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებაში. გარდა ამისა, სააღსრულებო პოლიცია აწარმოებს მოკვლევას აღსრულების პროცესში გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე.