|
ძირითადი მიმართულებები:
სასწავლო ცენტრის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში მიმდინარე სამართლებრივი
რეფორმის ხელშეწყობა და აღნიშნულ სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების,
პერსონალის და/ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება
და კვალიფიკაციის ამაღლება.
სასწავლო ცენტრის ფუნქციებია:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სისტემაში დასაქმებული პერსონალის და/ან დასაქმების სურვილის
მქონე პირთათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სისტემაში დასაქმებული პერსონალის და/ან დასაქმების სურვილის მქონე
პირთა მომზადება, გადამზადება და/ან კვალიფიკაციის ამაღლება;
-
გადამზადების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამების
მონაწილეთა ატესტაცია;
- ტრენერთა ჯგუფის ჩამოყალიბება და
კოორდინირება;
- ტრენერთა პერიოდული გადამზადება როგორც მოწვეული
სპეციალისტების მიერ, ასევე მომზადება და სტაჟირება საზღვარგარეთის
ანალოგიურ სასწავლო ცენტრებში;
- მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის
შემუშავება და გამოცემა;
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში
უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა;
-
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ბიბლიოთეკის დაფუძნება და ამოქმედება;
-
თანამშრომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის დეპარტამენტებთან მათდამი დაქვემდებარებული პერსონალის
მომზადების, გადამზადების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო
პროგრამების ორგანიზების მიზნით;
- ურთიერთობა და თანამშრომლობა
უცხოეთში მოქმედ ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან, საზოგადოებრივ და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- საქართველოს კანონმდებლობით
ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს და
ემსახურება სასწავლო ცენტრის მიზნების მიღწევას.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის შესახებ დაწვრილებითი
ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ. (+99532) 75 82 12
ელ. ფოსტა tcpp@justice.gov.ge
|