|
საზოგადოებასთან კომუნიკაციური ურთიერთობისა და მედია საშუალებების საქმიანობის ხელშეწყობა, სწორი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უშუალო კომპეტენცია.
სამმართველო ორგანიზებას უწევს:
-
მინისტრისა და სამინისტროს თანამშრომელთა პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებს;
-
სამინისტროში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პრეზენტაციას;
-
ამზადებს ინფორმაციასა და პრესრელიზებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
-
მუშაობს სამინისტროს ვებგვერდის განახლებაზე.
სამინისტროს საქმიანობის გაშუქებით დაინტერესებულ ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია მიმართოს
სამმართველოს და მიიღოს:
-
ინფორმაცია სამინისტროსადმი დაქვემდებარებული
დეპარტამენტების, საჯარო სამართკლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო
დაწესებულებების საქმიანობის შესახებ;
-
სამინისტროში წარმოებული სხვადასხვა რეესტრში
დაცული ინფორმაცია;
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ოპერატიულ დახმარებას უწევს ჟურნალისტებს სამინისტროდან ინფორმაციისა ან მოხელის კომენტარის მოსაპოვებლად.
ამასთან, სამმართველო სატელეფონო და უშუალო კონსულტაციას უწევს მოქალაქეებს, იუსტიციის სამინისტროს რომელ დეპარტამენტს მიმართონ მათთვის საინტერესო საკითხის გასარკვევად. პასუხობს მოქალაქეთა მიერ გაზეთის მეშვეობით დასმულ შეკითხვებს.
სიახლეების გამოწერისათვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: press-center@justice.gov.ge
ტელ.: 758207, 758209
E-mail:
t_kimeridze@justice.gov.ge
|