საწყისი გვერდი საიტის გეგმა
Ministry of Justice     
geo    eng
           


საწყისი გვერდი >
სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი > იურიდიული პირების რეგისტრაცია > პარტიების რეგისტრაცია > პარტიების ნუსხა

იხილეთ: პოლიტიკური პარტიების ნუსხა

ინფორმაცია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის შესახებ
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიის) რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიის) დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციისათვის წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
    ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
    ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
    გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის,დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
    დ) პარტიის წესდება;
    ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;
    ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
    ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
    თ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის (500 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიის) რეგისტრაციის ვადა
გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში განცხადების შეტანის დღიდან.

რეგისტრაციისათვის წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) წესდება უნდა შეიცავდეს:
    ა) პარტიის სახელწოდებას, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელებას, თუ ასეთი გამოიყენება;
    ბ) პარტიის იურიდიული მისამართს;
    გ) პარტიის საქმიანობის მიზნებსა (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმებს;
    დ) პარტიის წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესსა და პირობებს;
    ე) პარტიის წევრის უფლება-მოვალეობებს;
    ვ) პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურას;
    ზ) პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესს, მათ კომპეტენციას და უფლებამოსილების ვადას;
    თ) პარტიის ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს და წარმომადგენლობის ფარგლებს;
    ი) პარტიის ქონების შექმნის წყაროებსა და მისი გამოყენების წესს;
    კ) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესსა და პირობებს;
    ლ) პარტიის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);
    მ) პარტიის სიმბოლიკის აღწერილობას, თუ ასეთი გამოიყენება.