ნათია ჩირიკაშვილი არის პროფესიით იურისტი. 2007 წელს წარჩინებით დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული  უნივერსიტეტის (Российский государственный гуманитарный университет –  РГГУ) იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი).  ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში  სხვადასხვა დროს მონაწილეობდა 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ სემინარსა და კონფერენციაში.
 
სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
 
2009-2010 წლებში მუშაობდა ადვოკატად კომანდიტურ საზოგადოებაში „მოდებაძე და კომპანია“. იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი რამდენიმე დროებითი კომისიის წევრი, რომლიც მუშაობდა:  2010 წლის 01 ოქტომბერს ამოქმედებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებისა და დამატებების საკანონმდებლო პროექტზე; „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტზე;
 
2010-2012 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანაშემწე; ასევე ადვოკატთა ასოცოაციაში შექმნილი სისხლის სამართლის კომიტეტისა და ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის კოორდინატორი.
 
2012 წლის ნოემბერში დაინიშნა იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე.
 
2014 წლიდან არის იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი. ასევე იუსტიციის სამინისტროს კვოტით 2014 წლიდან არის იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი.
 
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.