|
საწყისი გვერდი >
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ნოტარიუსის
შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
ა) რუსთავი - 2 (ორი) ვაკანტური თანამდებობა;
ბ) მარნეული - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
გ) ბოლნისი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
დ) ყაზბეგი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ე) ქურთის თემი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ვ) ასპინძა - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ზ) ცაგერი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
თ) ვანი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ი) თიანეთი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
კ) მესტია - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ლ) საგარეჯო -1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
მ) ზუგდიდი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ნ) წალენჯიხა - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ო) სენაკი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
პ) ფოთი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ჟ) ოზურგეთი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
რ) აჭარის ა/რ ხულო - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ს) აჭარის ა/რ ბათუმი - 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობა;
ტ) აფხაზეთის ა/რ გულრიფშის რაიონი - 1 (ერთი)
ვაკანტური თანამდებობა;
უ) აფხაზეთის ა/რ ქ. ტყვარჩელი - 1 (ერთი) ვაკანტური
თანამდებობა;
ფ) აფხაზეთის ა/რ ქ. სოხუმი - 1 (ერთი) ვაკანტური
თანამდებობა;
ქ) აფხაზეთის ა/რ ოჩამჩირის რაიონი - 1 (ერთი)
ვაკანტური თანამდებობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც ჩაბარებული
აქვთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნოტარიუსობის კანდიდატი ვალდებულია
საკონკურსო კომისიის სამდივნოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელზე კონკურსში დაშვების
შესახებ. განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ვაკანსია, რომლის დაკავებაც სურს
კანდიდატს;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) სანოტარო წესით დამოწმებული ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
დ) ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობა (მოწმობა).
ნოტარიუსობის კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2008 წლის 24
ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (მის:
თბილისი, რუთაველის გამზ. №30).
კონკურსი გაიმართება გასაუბრების ფორმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
28, 29, 30 და 31 ივლისს.
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომისიის სამდივნოში,
ტელ: 758275; 758293.
|