საწყისი გვერდი >
საერთაშორისო კერძო
სამართლის დეპარტამენტი >
ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველო
>
ლეგალიზაცია >
აპოსტილი
სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტთა
ლეგალიზაცია
„უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით
დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის შესახებ“ დებულების
თანახმად, სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ
სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტთა ლეგალიზაციას აწარმოებს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო საკითხთა დეპარატმენტი.
იუსტიციის სამინისტროში შესრულებული ლეგალიზაცია ნიშნავს ნოტარიუსის მიერ
დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოში
მოქმედ კანონმდებლობასთან და წარმოადგენს სანოტარო მოქმედების შემსრულებელი
ნოტარიუსის ხელისმოწერისა და გერბიანი ბეჭდის ნამდვილობის დადასტურებას -
ამ დოკუმენტების სხვა სახელმწიფოში გამოყენების მიზნით.
ლეგალიზაციას ექვემდებარება საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ ან
მათი მონაწილეობით შედგენილი და საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენი
დოკუმენტები. იუსტიციის სამინისტროს სალეგალიზაციოდ აქვს სპეციალური
მრგვალი გერბიანი ორენოვანი ბეჭედი და სალეგალიზაციო წარწერის შტამპი. თუ
იუსტიციის სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირს გაუჩნდა ეჭვი, რომ
სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები ყალბია ან შესრულებულია დადგენილი
წესების დარღვევით ან არაუფლებამოსილი ნოტარიუსის მიერ, მაშინ იგი არ
ახდენს დოკუმენტების ლეგალიზაციას და ატარებს გადაუდებელ ღონისძიებას
აღნიშნული დოკუმენტების ირგვლივ ჭეშმარიტების დასადგენად.
სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით
შესრულებული. ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭდის გამოსახულება სრულდება
გარკვევით.
ლეგალიზაციას არ ექვემდებარება დოკუმენტი, რომელიც ეწინააღმდეგება
საქართველოს კანონმდებლობას ან გაფორმებულია ოფიციალური დოკუმენტისათვის
წაყენებული მოთხოვნების დარღვევით, აგრეთვე დოკუმენტი რომელიც არ მოწმდება
სანოტარო წესით ან დოკუმენტი, რომლის გადაგზავნა ან გატანა ქვეყნის
ფარგლებს გარეთ აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
მას შემდეგ, როცა ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის
პირი დარწმუნდება, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები შესრულებულია
კანონმდებლობის შესაბამისად და გადახდილია საქართველოს
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით“ დადგენილი გადასახადი, ახდენს
დოკუმენტის ლეგალიზაციას.
იუსტიციის სამინისტრო ლეგალიზაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტებს
ლეგალიზაციას უკეთებს წარმოდგენიდან ხუთი დღის ვადაში. დოკუმენტების
ლეგალიზაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას ექვემდებარება.
სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტთა ლეგალიზაციისათვის
დადგენილია შემდეგი ტარიფები:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის ან/და ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟი
გადაიხდება შემდეგი ოდენობით:
ა) სხვა ქვეყნიდან დოკუმენტის
გამოთხოვისათვის – 20 ლარი;
ბ) დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის –
15 ლარი.
თანხა გადახდილი უნდა იქნეს ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დუკუმენტების შემოწმების შემდეგ. თანხის გადახდა წარმოებს ნებისმიერ ბანკში სპეციალურ ანგარიშზე.
|