|
ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის
დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს
წარმოადგენს:
ა) კანონმდებლობით
დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ბ) საქართველოს
კანონმდებლობის კოდიფიკაცია და საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
გ)
სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული
უზრუნველყოფა;
დ) კანონმდებლობის
ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის
სრულყოფა;
ე) ქ. თბილისის
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის
პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში
შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე
სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
ვ) კანონის
მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების შეჩერებისათვის
(გაუქმებისათვის) უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი)
მიმართვა ნორმატიული აქტების გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით;
ზ) სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოების -
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების
ხელმძღვანელობა და კონტროლი მათი საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის
პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში
შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე
სამართლებრივი დასკვნის გაცემას და წარმომადგენლობას სასამართლოში ამ აქტებთან
დაკავშირებულ დავებზე;
თ)
კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა
ამოცანების შესრულება.
დეპარტამენტის შემადგენლობაში შიდა სტრუქტურული ერთეულების სახით შედის შემდეგი
სამმართველოები:
ა) ადგილობრივ
ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) ნორმატიული
აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო.
ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს
ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების
(თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების
შესაბამისობის დადგენას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან და
ამ მიზნით:
ა.ა) უზრუნველყოფს
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირისთვის) სათანადო
შენიშვნების გაგზავნას ნორმატიულ აქტში არსებული კანონსაწინააღმდეგო გარემოებების
აღმოფხვრის თაობაზე;
ა.ბ) შენიშვნების
გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში
უზრუნველყოფს სასამართლოსთვის მიმართვას ნორმატიულ აქტში არსებული
კანონსაწინააღმდეგო გარემოებების აღმოფხვრის მოთხოვნით;
ბ) ახორციელებს
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციას და კონტროლს მათი საქმიანობის
იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის
ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული
აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემას და წარმომადგენლობას
სასამართლოში ამ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე.
ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ნორმატიული
აქტების რეგისტრაციას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, ბეჭდვითი და
ელექტრონული წესით ნორმატიული აქტების დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით
სისტემატიზაციას;
ბ) ნორმატიული
აქტების ბეჭდვითი და ელექტრონული ვერსიების საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას;
გ) საკონტროლო
მდგომარეობაში მყოფი, აგრეთვე ცალკეული ნორმატიული აქტების ელექტრონული ვერსიების
სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებას;
დ) ნორმატიული
აქტების რეგისტრაციის თაობაზე, დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოთა, მოქალაქეთა და
იურიდიულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცემას.
|