საწყისი გვერდი >
სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი
>
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭება
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება
იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს
განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება
გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. პირი, საქართველოს მოქალაქეობის
მინიჭების განცხადებით (იხილე განცხადების ფორმა) მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს
პირადად ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პასპორტის ასლი;
გ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
დ) ორი ფოტოსურათი.
თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და
საკონსულო დაწესებულება ვალდებულნი არიან აღნიშნული სამი დღის ვადაში აცნობონ
განმცხადებელს.
განცხადებას ორი თვის ვადაში განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
შესაბამისი სამსახური და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებას
განმცხადებელი პირის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის
მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრეზიდენტის
ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორი თვით.
საქართველოს პრეზიდენტი საკითხის წინასწარ განხილვას და მასალების მოსამზადებას
ერთი კვირის ვადაში გაკარგულებით ავალებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება უარის თქმად. დასკვნა, უცხო ქვეყნის
მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან მასზე უარის თქმის შესახებ,
სამი დღის ვადაში მზადდება მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და
იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მიერ და მტკიცდება მოქალაქეობისა და იმიგრაციის
საკითხთა კოლეგიაზე. შემდეგ ისევ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც
განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო
დაუკმაყოფილების შემთხვევაში _ განკარგულებას.
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადგენილი მოთხოვნების დაუცველად გამოსცეს
განკარგულება უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების
საკითხის წინასწარ განსახილველად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემის
შესახებ.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული განცხადების
განხილვის და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
პირს, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, დებს ფიცს (იხილე ტექსტი)
საქართველოს წინაშე.
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხიები
რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით, კანონით
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9
სექტემბრის №380 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით „უცხო ქვეყნის
მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ”.
საქართველოს პრეზიდენტს
განცხადება
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს
მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, გთხოვთ მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა.
ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:
1. სახელი, გვარი
-----------------------------------------------------------------------------
2. ინფორმაცია სახელის, გვარის შეცვლის შესახებ
------------------------------------------------------------------------------
3. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
-------------------------------------------------------------------------------
4. დაბადების ადგილი
-------------------------------------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა
-------------------------------------------------------------------------------
6. მოქალაქეობა
-------------------------------------------------------------------------------
7. განათლება
-------------------------------------------------------------------------------
8. სამუშაო ადგილი, თანამდებობა
-------------------------------------------------------------------------------
9. ნასამართლობა
-------------------------------------------------------------------------------
10. მისამართი, ტელეფონის ნომერი (სამსახურის, სახლის)
-------------------------------------------------------------------------------
| 11. ვფლობ პასპორტს სერია | ---------- | № |
--------------------------- |
| თარიღი, | ვის მიერ, რა ვადით |
12. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:
1.
-------------------------------------------------------------------------------
2.
-------------------------------------------------------------------------------
3.
-------------------------------------------------------------------------------
4.
-------------------------------------------------------------------------------
---------------------
პირადი ხელმოწერა | |
| ---- ---------------- 200—წ. |
განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია მივიღე
-------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, ინიციალები, გვარი)
------------------
(ხელმოწერა)
საქართველოს მოქალაქის ფიცი
| მე, | ----------------- | ვხდები რა საქართველოს მოქალაქე,
ვფიცავ: |
| (სახელი, გვარი) | |
ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი,
საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სახელმწიფო ენად
ვაღიარებ ქართულ ენას, ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და
ეროვნულ ტრადიციებს.
|