|
|
|
საწყისი გვერდი >
სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი
>
საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
საქართველოს მოქალაქედ ითვლება:
ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა ამ
კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის (1993 წლის 25 მარტი), თუ ექვსი თვის
ვადაში წერილობით არ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.
ბ) საქართველოში დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ
დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამდენად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის “ა” პუნქტის
მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
“ა” პუნქტით მოქალაქეობის დადგენისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
- საქართველოში არანაკლებ 5 წლით მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი
(პირადობის და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტის, სამხედრო
ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ანდა იურიდიული ფაქტის
დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
- კანონის სამოქმედოდ შემოღების მომენტისათვის საქართველოში ცხოვრების
დამადასტურებელი დოკუმენტი
- ცნობა საპასპორტო სამსახურიდან იმის შესახებ, რომ დაინტერესებულ პირს კანონით
დადგენილ ვადაში უარი არ განუცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე:
- 2 ფოტოსურათი ზომით - 3/4
- სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 10 ლარი, ანგარიში 507121303 იუსტიციის
სამინისტრო, კოდი 3116.
“ბ” პუნქტით მოქალაქეობის დადგენისთვის კი შემდეგი დოკუმენტაცია:
- საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა,
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლის საპასპორტო
მონაცემები);
- 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი
დოკუმენტი
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,
შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის
მოქალაქეობის არქონის შესახებ;
- 2 ფოტოსურათი ზომით - 3/4
- სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 10 ლარი,
საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხი რეგულირდება კანონით
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა
განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ”.
|