|
|
|
საწყისი გვერდი >
სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი
>
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებია:
- პარალელურად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება;
- საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
- საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის ორი წლის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკონსულო აღრიცხვაზე არდადგომა;
საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლა სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის, მმართველობის ან სახელმწიფო ხელიფუსლების სხვა ორგანოებში;
იუსტიციის სამინისტროში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს განიხილავს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგია, რომელიც ამზადებს დასკვნას. მომზადებული დოკუმენტაცია ხელმოსაწერად გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მისი ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტაცია ბრუნდება იუსტიციის სამინისტროში, რომელიც გაიცემა 3 დღის ვადაში, მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია ექვსთვიანი ვადა.
|