საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           


საწყისი გვერდი > სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი > საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

 

საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტები:

  1. დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ იგი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.
  2. კომპეტენტური ორგანოს ბრალით საქართველოს მოქალაქეობის არამართზომიერი შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  3. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  4. მშობლების არჩევანის შედეგად მოქალაქობის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  5. განცხადების შეტანის პერიოდისათვის საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი
  6. 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3/4
  7. სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი
  8. საქართველოს მოქალაქეობის მსურველმა იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ მოქალაქეთა საკითხთა კომისიას უნდა ჩააბაროს გამოცდა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად.
იუსტიციის სამინისტროში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხს განიხილავს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგია, რომელიც ამზადებს დასკვნას. მომზადებული დოკუმენტაცია ხელმოსაწერად გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მისი ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტაცია ბრუნდება იუსტიციის სამინისტროში, რომელიც გაიცემა 3 დღის ვადაში, მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია ექვსთვიანი ვადა.