საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           


საწყისი გვერდი > სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი > საქართველოს მოქალაქეობის მიღება


საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი)
  2. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი) ან დადგენილი წესით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ.
  3. 2 ცალი ფოტოსურათი 3/4
  4. საქართველოში სამუშაო ადგილის ან რაიმე უძრავი ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  5. სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი
  6. საქართველოს მოქალაქეობის მსურველმა იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ მოქალაქეთა საკითხთა კომისიას უნდა ჩააბაროს გამოცდა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად.
იუსტიციის სამინისტროში საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხს განიხილავს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგია, რომელიც ამზადებს დასკვნას. მომზადებული დოკუმენტაცია ხელმოსაწერად გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მისი ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტაცია ბრუნდება იუსტიციის სამინისტროში, რომელიც გაიცემა 3 დღის ვადაში, მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია ექვსთვიანი ვადა.