საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           



საწყისი გვერდი > სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი > საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

 

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისათვის წარსადგენი დოკუმენტები:

  1. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის (ჩაწერის) დამადასტურებელი დოკუმენტის) ასლს
  2. ცნობა იმის შესახებ, რომ იგი დადგენილი წესით არ არის გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად
  3. კომუნალური ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი
  4. გვარის გამოცვლის შემთხვავაში გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი
  5. არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქობიდან გასვლის შემთხვევაში - მისი დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე, დაინტერესებულ პირთა წერილობითი თანხმობა და სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგამოების დასტური არასრულწლოვანი პირის ამ სახელმწიფოს მოქალაქედ მიღების შესაძლებლობის თაობაზე.
  6. 2 ფოტო სურათი 3/4
  7. სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი
არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში, საჭიროა მისი დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე, დაინტერესებულ პირთა წერილობითი თანხმობა და სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების დასტური არასრულწლოვანი პირის ამ სახელმწიფოს მოქალაქედ მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეობიდან გასვლის საკითხს განიხილავს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგია, რომელიც ამზადებს დასკვნას. მომზადებული დოკუმენტაცია ხელმოსაწერად გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მისი ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტაცია ბრუნდება იუსტიციის სამინისტროში, რომელიც გაიცემა 3 დღის ვადაში, მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია ექვსთვიანი ვადა.