ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის (სამოქმედო გეგმა) შესრულების შუალედური ანგარიშის სამუშაო ვერსია გამოქვეყნებულია საჯარო კომენტარებისთვის.

გთხოვთ, ანგარიშთან დაკავშირებული კომენტარები მოგვაწოდოთ ღია მმართველობა საქართველოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: ogpgeorgia@justice.gov.ge 2015 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.
ანგარიში შემუშავებულია ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მიერ გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გამართული განხილვების საფუძველზე.

საქართველოს მეორე 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა 16 პასუხისმგებელი უწყების მიერ ნაკისრი 27 სხვადასხვა ვალდებულებით ეხმიანება OGP-ის შემდეგ ოთხ გამოწვევას:
  1. საჯარო მომსახურების გაუმჯობესება
  2. საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა
  3. საჯარო რესურსების უკეთესი მართვა
  4. უსაფრთხო გარემოს შექმნა
წინამდებარე ანგარიშში აღწერს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას 2015 წლის ივნისის მდგომარეობით.
 
2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში (პირველადი ვერსია საჯარო კომენტარებისთვის).

2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში (საბოლოო ვერსია)