2014 წლის 2 მაისს ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს წარედგინა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, რომელიც შემუშავდა ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის ღია მმართველობა საქართველოს ფორუმისა და საქართველოს მასშტაბით გამართული საჯარო კონსულტაციების ფარგლებში. სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია განხილულ იქნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის სხდომაზე.
 
ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია
 


ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი მუშაობის, ასევე ქვეყნის მასშტაბით გამართული საჯარო კონსულტაციების  პროდუქტია. გეგმა შემუშავდა ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის  (ფორუმი) ფარგლებში და მის შემუშავებაში ასევე მონაწილოება მიიღო ფართო საზოგადოებამ საჯარო კონსულტაციების მეშვეობით. საჯარო კონსულტაციები ჩატარდა საქართველოს 15 ქალაქში USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერით. საქართველოს მასშტაბით გამართულ 19 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 700-მდე დაინტერესებულმა პირმა.

ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს სამოქმედო გეგმის პირველად პროექტში ასახულ ვალდებულებებს. გარდა ამისა, მათი დამატებითი რეკომენდაციები,  რომლებიც გეგმის პირველი პროექტის შემუშავების შემდეგ წარმოადგინეს, უმეტესწილად გათვალისწინებული იქნა და ვალდებულებების სახით აისახა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში.

ღია მმართველობა საქართველოს 2014–2015 წლების სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია  16 პასუხისმგებელი უწყების 26 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებთან - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ტექნოლოგია.

გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს ღია მმართველობის 4 გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმა
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმის მოკლე მიმოხილვა

 

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი

2014 წელს სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგები
2014 წელს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაცია