ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს პირველი (2012-2013 წწ.) სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პროექტი გამოქვეყნდა კომენტარებისთვის. გთხოვთ, ანგარიშთან დაკავშირებული კომენტარები მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: ogpgeorgia@justice.gov.ge 20 თებერვლის ჩათვლით.

ანგარიში შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის/ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მრგვალი მაგიდების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გამართული განხილვების საფუძველზე.

ანგარიში აფასებს საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროგრესს შეფასების შემდეგი მეთოდოლოგიით:

ა. სრულად შესრულდა
ბ. უმეტესად შესრულდა
გ. ნაწილობრივ შესრულდა
დ. განხორციელების პროცესშია
ე. არ შესრულდა
 
ანგარიშის თანახმად, 12 ნაკისრი ვალდებულებიდან 3 სრულად შესრულდა, 4 - უმეტესად, 4 - ნაწილობრივ, ერთი ვალდებულება კი განხორციელების პროცესშია.


2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში (პირველადი ვერსია საჯარო კომენტარებისთვის)
2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში (საბოლოო ვერსია)