ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ეროვნული საკანონმდებლო ბაზის დახვეწის პარალელურად, საქართველომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული  მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაცია მოახდინა.

კერძოდ, 2006 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ" ოქმის, ხოლო 2006 წლის მიწურულს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება. საქართველო ევროპული კონვენციის მონაწილე რიგით მეხუთე სახელმწიფო გახდა.