სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას  საზოგადოებისთვის შემდეგი ნაბიჯებით მეშვეობით:
 
-    დანაშაულის შემცირება და მართლმსაჯულების  უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

-    მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და დანაშაულის მსხვერპლთა დახმარების გაზრდა;

-    ბრალდებულთა უზრუნველყოფა სამართლიანი, სწრაფი და თანასწორი პროცედურებით;

-    დამნაშავეთა დასჯა მათი ხელახალი დანაშაულის აღსაკვეთად;

-    ციხის გადატვირთულობის შემცირება არასაპატიმრო აღმკვეთი ალტერნატივების გამოყენებით;

-    დანაშაულის გამომწვევი მიზეზების და დამნაშავეთა უზრუნველყოფა სათანადო საზოგადოებრივი ზედამხედველობით, სარაბილიტაციო და საინტეგრაციო პროგრამებით;
 
სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და  მიზნად ისახავს  შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ციხის გადატვირთულობა, ალერნატიული სანქციები,  ასევე პენიტენციური და პრობაციის სისტემების ერთმანეთთან დაკავშირებას, ეროვნული პრევენციული მექანიზმის ამუშავებას  და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სათანადო განხორციელებას.

ახალი სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შეიცავს შემდეგ თავებს:

-    სისხლის სამართლის კანონმდებლობა

-    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

-    პენიტენციური სისტემის რეფორმა

-    პრობაცია

-    იურიდიული დახმარების სამსახური

-    პროკურატურა

-    პოლიცია

-    სასამართლო ხელისუფლება

-    იურიდიული განათლება

-    სახალხო დამცველის ოფისი

 
სისხლის სამართლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2009 წლის 27 ივლისს. აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს, რომელიც  შემუშავებულ იქნა ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობით.


სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი და შესაბამისად ახლდება ყოველწლიურად. სტრატეგიის ნაწილი განახლდა როგორც 2010 და  2011 წელს, ასევე 2013 წელსაც საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფებთან თანამშრომლობით.
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია მიღებულ იქნა 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ. 2009 წელს აღნიშნული სტრატეგია სამოქმედო გეგმა განახლდა და ყოველწლიურად ახლდება. განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წლების მიხედვით  ხელმისაწვდომია სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს ვებ-გვერდზე, მოცემულ ბმულზე:http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=255
თანდართული მასალები: