სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.014.214
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №35
2010 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №60 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს    იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №193-სსმIII,№134,
19.10.2010წ.,მუხ.1959
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 18.03.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
    მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
    მუხლი 2
დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
    მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
    მუხლი 4
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
    მუხლი 5
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
    მუხლი 6
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ)(ამოღებულია);
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამართალთან, აგრეთვე ევროპის სამართალთან;
ი) ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება;
კ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია და წარმომადგენლობის განხორციელება;
ლ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციასთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია და წარმომადგენლობის განხორციელება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია და თანამშრომლობის ორგანიზაცია;
 მ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო, და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
 ნ) „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულების შესაბამისად, სამდივნოს მეშვეობით სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;
ო) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;
პ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს              იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №193-სსმIII,№134, 19.10. 2010წ.,
მუხ.1959
     მუხლი 7
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების შემუშავებას საერთაშორისო და ევროპულ სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციას;
გ) „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის შესრულების კოორდინაციასა და თანამშრომლობის ორგანიზაციას;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების მომზადების კოორდინაციას;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობას;
ვ) სამინისტროს ურთიერთობების დამყარებას უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევის ორგანიზებას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებითა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ან/და უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ წინადადების შემუშავებას;
ი) მინისტრისათვის წინადადებების წარდგენას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაგან მისი შუამდგომლობის შესრულებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ;
კ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციასთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაციას და წარმომადგენლობის განხორციელებას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაციას და თანამშრომლობის ორგანიზაციას;
ლ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ურთიერთობების დამყარებას და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან;
მ) სამინისტროს დონორთა და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიების კოორდინაციას;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას.
საქართველოს              იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №193-სსმIII,№134, 19.10. 2010წ.,
მუხ.1959
თავი III(ამოღებულია)
საქართველოს              იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №193-სსმIII,№134, 19.10. 2010წ.,
მუხ.1959
    მუხლი 8(ამოღებულია)
საქართველოს              იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №193-სსმIII,№134, 19.10. 2010წ.,
მუხ.1959
    მუხლი 9 (ამოღებულია)
საქართველოს              იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №193-სსმIII,№134, 19.10. 2010წ.,
მუხ.1959
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
    მუხლი 10
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
    მუხლი 11
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციასა და მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
თ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) ანგარიშს წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
კ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ნ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
    მუხლი 12
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. (ამოღებულია - 18.03.15 №70).
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 18.03.2015 წ.
    მუხლი 13 (ამოღებულია)
საქართველოს              იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №193-სსმIII,№134, 19.10. 2010წ.,
მუხ.1959
    მუხლი 14
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის მრჩევლები;
ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს              იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №193-სსმIII,№134, 19.10. 2010წ.,
მუხ.1959