საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo   eng
           
 

საწყისი გვერდი > სამინისტროს შესახებ > მინისტრი > მინისტრის მოადგილეები > სამინისტროს სტრუქტურა > თანამშრომლები > სამინისტროს ისტორია
 

 

თინა ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

 

თინა ბურჯალიანი დაიბადა 1981 წელს.
2003 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
2003 წელს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში გაიარა სპეცკურსი ნოტინგემის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში.
2005 წელს წარჩინებით დაამთავრა აშშ-ის ვაშინგტონის სამართლის სკოლა, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციით (LLM, Suma cum laude).
2005 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „Hollan and Knight LLP“.
2004 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლობის სამსახურის უფროსი. ამავე დროს იყო ევროსაბჭოში ადამიანის უფლებათა შერეულ კომისიაში საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ექსპერტი.
2002-2003 წლებში იყო ორგანიზაცია „Women Aid International“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი;
2003-2004 წლებში მუშაობდა ორგანიზაციაში „British East-West Center“, სამხრეთ კავკასიაში მთავარ ტრენერად;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ეკავა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.


მაია კოპალეიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე

მაია კოპალეიშვილი დაიბადა 1964 წლის 20 ივნისს ქალაქ თბილისში.
1983-1988 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით.
1992-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
1999 წელს მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1997 წელს სასწავლო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მომზადების პროგრამის „საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარება” ფარგლებში.
2001-2003 წ.წ. – სხვადასხვა დროს იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებაში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში: შპაიერის საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში. კვლევა სხვადასხვა თემაზე: ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი (შედარებითი ანალიზი) ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებათა ურთიერთმიმართებათა შესახებ. აღნიშნული კვლევის საფუძველზე საქართველოში IRIS-ის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი სახელწოდებით: ,,ადმინისტრაციული გარიგება“.
1988-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და კერძო სტრუქტურაში იურისტად.
1992-1996 წლებში იყო სააქციო საზოგადოება ,,გულანის” იურისტი.
1996-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
1992-2001 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის წევრი.
2001-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის კათედრის წევრი, დოცენტი ლექტორი, (სპეციალობა: ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი).
2000-2001 წლებში იყო AMEXI-INTERNATIONAL /IRIS (ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი ორგანიზაცია) იურისტი- საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე პროექტის: ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის განმარტება საჯარო დაწესებულებებისათვის” ფარგლებში.
2001-2005 წლებში მუშაობდა IRIS-Georgia -ში, მთავრობისა და ადმინისტრაციული პროცესების გამჭვირვალობის პროგრამის იურისტ-კოორდინატორად.
2005 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის მიმართულებით.
2005 წლის სექტემბერში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
2005 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.
2006 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2006 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.
2006 წელს აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის წევრად.
2006 წლიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერი მოსამართლე.
2007 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.
არის 10 სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი.
 

ზაზა თავაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე

 

ზაზა თავაძე დაიბადა 1975 წლის 9 თებერვალს.
1996 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაციითა და სამართალმცოდნის სპეციალობით.
2001 -2002 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, გერმანულენოვან მაგისტრატურაში.
2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.
1999 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე:
1999 წელს იყო ზესტაფონის რაიონის საკრებულოსა და გამგეობის აპარატი საორგანიზაციო განყოფილების უფროსი.
ამავე წელს დაინიშნა ზესტაფონის რაიონის საკრებულოსა და გამგეობის აპარატის იურისტად.
1999 – 2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობის იმერეთის რეგიონალური სამსახურის მრჩეველი.
2000 – 2004 წლებში მუშაობდა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში, სამართლებრივ საკითხთა სექტორის წამყვან სპეციალისტად.
2004 წელს დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად.
2004 – 2007 წელს მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.
2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.


დიმიტრი ძაგნიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე დაიბადა 1977 წელს.
1994-1999 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლი დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1999-2003 წლებში გაიარა ამავე ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის ასპირანტურა.
1999-2000 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩევლად.
2000-2001 წლები იყო ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის მრჩევ.
2001-2002 წლებშიო საკონსტიტუცი სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის კერძო სამართლის სექტორის უფროსი.
2002-2004 წელს მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
2004 - 2005 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, სამართალშემოქმედებისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი.
2005 წლის აპრილში დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.
ჰყავს მეუღლე და შვილი.