საწყისი გვერდი საიტის გეგმა
Ministry of Justice     
geo    eng
News     About       Links  


საწყისი გვერდი > საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი > საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო > საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო
 

ხშირად დასმული შეკითხვები:

შეკითხვა 1. რა სახის დოკუმენტაციის გამოთხოვა არის შესაძლებელი ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და საქართველოს სხვა ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე?


პასუხი: მინსკის კონვენციისა და საქართველოს სხვა ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოქალაქეს შეუძლია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით გამოითხოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
სამოქალაქო მდგომარეობის აქტები (დაბადების, გარდაცვალების ქორწინება-განქორწინების მოწმობები, სააქტო ჩანაწერები), რეგისტრაციის მოწმობები, დოკუმენტები განათლების, შრომითი სტაჟის შესახებ და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ეხება მოქალაქეთა პირად ან ქონებრივ უფლებებს.

შეკითხვა 2. რომელი ქვეყნებიდან შეიძლება გამოთხოვილი იქნას ინფორმაცია და დოკუმენტაცია ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის საფუძველზე?

პასუხი: დოკუმენტები შეიძლება გამოთხოვილი იქნას მინსკის კონვენციის მონაწილე შემდეგი ქვეყნებიდან:

1. სომხეთის რესპუბლიკა;
2. ბელარუსის რესპუბლიკა;
3. ყაზახეთის რესპუბლიკა;
4. ყირგიზეთის რესპუბლიკა;
5. მოლდოვას რესპუბლიკა;
6. რუსეთის ფედერაცია;
7. ტაჯიჯეთის რესპუბლიკა;
8. თურქმენეთი;
9. უზბეკეთის რესპუბლიკა;
10. უკრაინა.

შეკითხვა 3. რომელი ქვეყნებიდან შეიძლება გამოთხოვილი იქნას ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე?

პასუხი: დოკუმენტები შეიძლება გამოთხოვილი იქნას ორმხრივი ხელშეკრულების მონაწილე შემდეგი ქვეყნებიდან:

1. თურქეთის რესპუბლიკა;
2. საბერძნეთის რესპუბლიკა;
3. ბულგარეთის რესპუბლიკა;
4. უკრაინა;
5. აზერბაიჯანის რესპუბლიკა;
6. სომხეთის რესპუბლიკა;
7. თურქმენეთი;
8. ყაზახეთის რესპუბლიკა;
9. უზბეკეთის რესპუბლიკა.

შეკითხვა 4. არის თუ არა საჭირო რაიმე სახის თანხის გადახდა უცხოეთიდან დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის გამოთხოვისათვის?

პასუხი: იმ შემთხვევაში თუ სხვა სახელმწიფოდან ხდება მხოლოდ ინფორმაციის გამოთხოვა, საჭირო არ არის რაიმე თანხის გადახდა. იმ შემთხვევაში კი, როცა უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვება დოკუმენტი, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხდება ბაჟი 20 ლარის ოდენობით.

შეკითხვა 5. რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოვადგინოთ ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და საქართველოს სხვა ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის?


პასუხი:

1. იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის სახელზე შედგენილი განცხადება თუ რომელი ქვეყნიდან რა სახის დოკუმენტი გამოითხოვება;

2. რუსულ ენაზე შევსებული იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული განცხადება-ანკეტის ფორმები (იხილეთ:
განცხადება და ანკეტა)

3. თურქეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის რესპუბლიკიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვისათვის განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე გაფორმებული თხოვნა (ამ შემთხვევაში არ გამოიყენება იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული განცხადება-ანკეტის რუსულენოვანი ვარიანტი) და ასევე ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული თანდართული მასალა, რომელიც შეიცავს თხოვნის შესრულებელი სახელმწიფოსათვის განკუთვნილ აუცილებელ მონაცემებს და ამ უკანასკნელს გაუადვილებს თხოვნის შესრულებას.

4. უცხოეთიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის დაწესებული 20 ლარის ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ბანკის მიერ სათანადო წესით გაცემული).

შეკითხვა 6. როგორი სახით უნდა იქნას შევსებული იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული განცხადება-ანკეტის ფორმა უცხო სახელმწიფოდან დოკუმენტის გამოთხოვასთან დაკავშირებით?

პასუხი: იხილეთ განცხადება-ანკეტის შევსების წესი.

შეკითხვა 7. რა სახის მონაცემები უნდა იქნას წარმოდგენილი ისეთი ქვეყნიდან დოკუმენტაციისა ან ინფორმაციის გამოთხოვისათვის, რომელთანაც საქართველოს არა აქვს გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის სახელზე წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე შედგენილი განცხადება. ქართულ და ინგლისურ ენაზე შედგენილი (თარგამნი ნოტარიულად დამოწმებული) მიმართვა იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს სახელზე, საიდანაც გამოითხოვება დოკუმენტი და დართული უნდა ჰქონდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე მოცემული სხვადასხვა მონაცემი (ინფორმაცია დაბადების, გარდაცვალების თარიღის, ან სხვა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ), რომელიც მიმღებ ქვეყანას გაუადვილებს განმცხადებლისთვის საინტერესო დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის მოძიება-მოპოვებას. ამასთან, ასეთი სახის თხოვნის შესრულება დამოკიდებული იქნება თხოვნის მიმღები ქვეყნის კეთილ ნებაზე.

დამატებითი შეკითხვებისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელ: 405134

ფაქსი: 405160

ელ. ფოსტა: n.kilasonia@justice.gov.ge
                        d_javakhadze@justice.gov.ge