საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           

საწყისი გვერდი > საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი

 

საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფია, რომელიც:

  • შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით;

  • ამზადებს ბრძანების პროექტებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ.

მის კომპეტენციაში შედის აგრეთვე:

  • სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება წელთა ნამსახურობის მიხედვით;

  • სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;

  • სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის ატესტაციის ორგანიზება;

  • სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;

  • სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლი.

    დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის:


    1. საკადრო რესურსების მართვის სამმართველო;

    2. სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოებში საკადრო რესურსების მართვის სამმართველო.