საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo   eng
           
 

საწყისი გვერდი > სამინისტროს შესახებ > მინისტრი > მინისტრის მოადგილეები > სამინისტროს სტრუქტურა > თანამშრომლები > სამინისტროს ისტორია

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ისტორია


საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, თავისი არსებობის მანძილზე, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მრავალი ცვლილება და რეორგანიზაცია განიცადა.
დამოუკიდებელ საქართველოში იუსტიციის სამინისტრო ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებაში შედიოდა სასამართლო ორგანოების ხელმძღვანელობა. 1918 წლის 11 ოქტომბრის კანონით იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის“ ოფიციალურ გამოცემას. ასევე, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, გამოსცემდა ინსტრუქციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახალხო კომისარიატად ჩამოყალიბდა. საქართველოს რევკომის 1921 წლის 6 მარტის დადგენილების საფუძველზე, იუსტიციის სახალხო კომისარი საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წლის 11 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე, განისაზღვრა იუსტიციის სახალხო კომისარიატის უფლებამოსილება.

საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატის დებულება მიღებულ იქნა 1925 წელს, რომლითაც განისაზღვრებოდა მისი უფლებამოსილება. იუსტიციის სახალხო კომისარიატი ახორციელებდა სასამართლო ორგანოების საერთო ხელმძღვანელობას, კანონპროექტების მომზადებას, რესპუბლიკის კანონებისა და მთავრობის დადგენილებების გამოქვეყნებას, ზედამხედველობდა და განაგებდა დამცველთა კოლეგიისა და ნოტარიუსების მუშაობას. 1930 წლის 17 იანვრის დადგენილებით, იუსტიციის სახალხო კომისარიატის უფლებამოსილებანი მნიშვნელოვნად შეიზღუდა და მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელება დაევალა საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოს, თუმცა 1936 წლის 20 ივლისს სსრ კავშირის იუსტიციის სახალხო კომისარიატის შექმნის შემდეგ და საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს 1938 წლის 20 იანვრის დადგენილებით, კომისარიატს კვლავ აღუდგა ხსენებული უფლებამოსილებები. ამავე დროს საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატი უშუალოდ დაექვემდებარა სსრ კავშირის იუსტიციის სახალხო კომისარიატს.
1937 წლის საქართველოს სსრ კონსტიტუციის მიღების შემდეგ, რომლითაც განისაზღვრა სასამართლოსა და პროკურატურის ორგანიზაციისა და უფლებამოსილებების ძირითადი პრინციპები, 1940 წლის 26 მარტს, მიღებულ იქნა დადგენილება, რითაც განისაზღვრა იუსტიციის სახალხო კომისარიატის უფლებამოსილება და სტრუქტურა. 1946 წლიდან იუსტიციის სახალხო კომისარიატს შეეცვალა სახელწოდება და მას იუსტიციის სამინისტრო ეწოდა.
ცალკე აღსანიშნავია ამავე პერიოდში იუსტიციის სახალხო კომისარიატისა და პროკურატურის უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხი. 1922 წლის 15 ნოემბერს დაარსდა საქართველოს სსრ პროკურატურა, რომელიც იუსტიციის სახალხო კომისარიატში შევიდა სამმართველოს სახით. რესპუბლიკის პროკურორის ფუნქციებს ასრულებდა იუსტიციის სახალხო კომისარი. 1930 წლის 17 იანვარს პროკურატურა დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, ხოლო სამი წლის შემდეგ, 1933 წლის 4 იანვრის სრულიად საქართველოს ცაკ-ისა და სახკომსაბჭოს „საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატის მოწყობის შესახებ“ დადგენილებით,  სახელმწიფო პროკურატურა ხელახლა ჩამოყალიბდა იუსტიციის სახალხო კომისარიატის უწყებაში, თუმცა 1936 წლიდან, სსრ კავშირის იუსტიციის სახალხო კომისარიატის შექმნასთან დაკავშირებით, პროკურატურა საბოლოოდ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად.
1956 წელს სსრ კავშირში სახელისუფლო და სამთავრობო რეორგანიზაციის კვალდაკვალ, გაუქმდა სსრ კავშირის იუსტიციის სამინისტრო, რის საფუძველზეც საქართველოს სსრ იუსტიციის საკავშირო რესპუბლიკური სამინისტრო გარდაიქმნა რესპუბლიკურ სამინისტროდ. სულ მალე, 1959 წელს, სამინისტრო საერთოდ გაუქმდა და მისი ფუნქციები საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ იურიდიულ კომისიას გაუნაწილდა.
1970 წელს კვლავ შეიქმნა საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო, რომლის დებულება მიღებულ იქნა 1972 წლის 7 აგვისტოს, რომელიც ცვლილებებისა და დამატებების (მათ შორის, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების შემდეგ მიღებული ცვლილებებისა და დამატებების) გათვალისწინებით, მოქმედებდა 1993 წლის 20 დეკემბრამდე.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედებდა რამდენიმე დებულება, კერძოდ: 1993 წლის 20 დეკემბრის, 1996 წლის 8 აპრილის, 1997 წლის 22 სექტემბრის, 1999 წლის 31 მაისის, 2000 წლის 13 მარტისა და 2000 წლის 30 ოქტომბრის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციასა და სტრუქტურას.
დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით (1997 წლის 8 ივლისი), იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში აღარ შედის საერთო სასამართლოების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა; ამავე დროს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ჩატარების შემდეგ (1998 წ.) იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაშია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა; მოწინავე დემოკრატიული სახელმწიფოების იუსტიციის სამინისტროების ანალოგიურად, სამინისტრომ შეიძინა ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენცია, როგორიცაა: სასჯელაღსრულების სისტემის მართვა და მისი ორგანიზაციული ხელმძღვანელობა (2000 წლის 1 იანვრიდან), აგრეთვე, საჯარო და სამოქალაქო რეესტრის ფუნქცია (2004 წელი), სახელმწიფოს არქივების მართვა (2004 წელი). ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა (2006 წელი) და სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.
ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თავის საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 ნოემბრის №70 დადგენილებით, რომლის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.



დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრები:


შალვა ალექსი-მესხიშვილი - 1918-1919

 

ministerშალვა ალექსი-მესხიშვილი დაიბადა 1884 წელს ქ. თელავში.

1902-1904 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1909 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1910 წლიდან დაიწყო საადვოკატო პრაქტიკა თბილისში. იყო სოციალის-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. იგი პარტიიდან გავიდა და იუსტიციის მინისტრი იყო 1918-1919 წლებში.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა ალექსი-მესხიშვილი ემიგრაციაში არ წასულა. მან თავი გამოიჩინა ე.წ. „აჭარელთა საქმის“ დროს (II მსოფლიო ომის წლებში). აჭარლებმა ვითომ აჯანყება მოაწყეს და თურქებს მიემხრნენ. ამით ისარგებლეს რუსებმა და აჭარლები დაარბიეს. ამ საქმეში ბრალდებულებს შალვა ალექსი-მესხიშვილი იცავდა.
შალვა ალექსი-მესხიშვილი გარდაიცვალა 1960 წელს.


 

რაჟდენ არსენიძე - 1919-1921

 

ministerრაჟდენ არსენიძე დაიბადა 1880 წლის 1 ოქტომბერს, სოფელ სოჩხეთში.
სწავლობდა ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ შევიდა იურიელის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო იურიდიული განათლება.
თავისი პოლიტიკური მრწამსით იგი იყო სოციალ-დემოკრატი.
ციმბირში გადასახლებულმა რაჟდენ არსენიძემ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოს მიაშურა.
იგი მონაწილეობდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის შექმნაში.
1919 წელს რაჟდენ არსენიძე დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო.
1921 წელს არსენიძე იძულებული გახდა, ემიგრაციაში გახიზნულიყო. იგი გარდაიცვალა 1965 წლის 24 მაისს, საფრანგეთში, ლევილში.
 

ევგენი გეგეჭკორი - 1921

 

ministerევგენი გეგეჭკორი დაიბადა 1880 წელს.
ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1906 წელს. 1903 წელს ევგენი გეგეჭკორი გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. 1903-1904 წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში.
ევგენი გეგეჭკორი არჩეული იყო რა მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმის ქუთაისის გუბერნიის დეპუტატად, სისტემატიურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ დემოკრატიულ გამომცემლობებთან. 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში ევგენი გეგეჭკორი დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთვრობის კომისარად. აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვეის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე.

1917 წლის ბოლოდან იყო ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ.
1918 წლის 2 ივნისს ევგენი გეგეჭკორი დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, გეგეჭკორმა დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ - 1921 წელს - იუსტიციის მინისტრის პოსტი.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ევგენი გეგეჭკორმა მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო.

 

ჯონი ხეცურიანი - 1990-1992 - 1999-2000

 

ministerჯონი ხეცურიანი დაიბადა 1951 წლის 23 ნოემბერს ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშში.

საშუალო განათლება მიიღო ქ.ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული (1973 წ.) და ეკონომიკის (1988 წ.) ფაკულტეტები.
1973-1976 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1976-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1977 წელს ქ. ხარკოვის იურიდიულ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მორალური ნორმების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში”.
1980-1985 წლებში მუშაობდა ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის პარტიულ ორგანიზაციებში, კურირებდა სამართალდამცავ ორგანოებს. 1985-1989 წლებში სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, მართვის სამართლებრივი პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ.
1990-1992 და 1999-2000 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.
1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტია, 1994 წლიდან კი – პროფესორი. 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სამოქალაქო სამართლის ფუნქციები”.
1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

1999-2000 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი,
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი სამოქალაქო სამართლის, კონსტიტუციის და სისხლის სამართლის პრობლემებზე.
არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს და საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მინიჭებული აქვს იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება და უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.
ჰყავს მეუღლე და შვილი.
 

კონსტანტინე კემულარია - 1992-1993 - 2004-2005

 

ministerკონსტანტინე კემულარია დაიბადა 1954 წელს ქ. ხობში.

1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. სოხუმის პროკურატურაში გამომძიებლად. 1976 წელს გადაყვანილ იქნა ქ. ქუთაისის პროკურატურაში უფროს გამომძიებლად, სადაც მუშაობდა 1979 წლის ნოემბრამდე. შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.
1980 წელს ჩაირიცხა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში (ქ. მოსკოვი). 1980 - 1993 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.

1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართლის პროცესში.
1983 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სადაც მუშაობდა 1987 წლამდე.

1987-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, ქ. ჭიათურის პროკურორი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების გამგის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, არჩეული იყო პროკურატურის კოლეგიის წევრად. ამავე პერიოდში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.
1992-1993 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
1994-1995 წლებში იყო ქ. მოსკოვის იურიდიული სამსახურის „ინიურკონსალტინგის“ ხელმძღვანელი. 1995 წელს მან ქ. თბილისში ჩამოაყალიბა საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ინიურსერვისი“.
1998 წელს არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს წევრად. ხელმძღვანელობდა საკრებულოს იურიდიულ კომისიას.
1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
2004 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.
2004 წლის ივნისიდან 2005 წლის 17 თებერვლამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

2005 წლის 18 თებერვლიდან 2005 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


თედო ნინიძე - 1993 - 1998

 

ministerთედო ნინიძე დაიბადა 1950 წლის 2 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1974 წელს კი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა, სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.
1978-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში. 1989-1990 წლებში არჩეული იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად. 1991-1992 წლებში კი სახელმწიფო საბჭოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ.
1992-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურორად.

1993-1998 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.

                                             ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.

 

ლადო ჭანტურია - 1998-1999

 

ministerლადო ჭანტურია დაიბადა 1963 წლის 14 აპრილს, წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში.

1980 წელს დაამთავრა ჯვარის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1985 წელს.
1986-1989 წლებში სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1991-1993 წლებში, როგორც გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის სტიპენდიატმა, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა გეტინგენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქვე დაამთავრა მუშაობა სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც დაიცვა 1994 წელს.
1985-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი და დოცენტი.
1993 წლიდან 1996 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი.
1997 -1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.
1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
1993-1996 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში. ამ პროექტის ფარგლებში გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით მრავალი კანონპროექტი მომზადდა, რომლებიც მიზნად ისახავენ კერძო სამართლის რეფორმას საქართველოში. 1996 წლიდან არის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი კერძო სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში.
არის სამოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
 

მიხეილ სააკაშვილი - 2000-2001

 

ministerმიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს, თბილისში.

1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის №51 საშუალო სკოლა.
1995-1996
 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში.
1994 წელს დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ის სწავლობდა, როგორც ამერიკის კონგრესის სტიპენდიატი.
1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
მიღებული აქვს საფრანგეთში ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დიპლომი ადამიანის უფლებათა შედარებით სამართალში.
მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტში და ნიუ-იორკის უდიდეს საადვოკატო ფირმაში.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.
2000 წლის  24 იანვარს აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.
2000 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.
2001 წლის სექტემბერში პრეზიდენტის კურსისა და მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად, მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
ყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

როლანდ გილიგაშვილი - 2001-2003

 

ministerროლანდ გილიგაშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში.

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1978-1983 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობისა და საგამოძიებო განყოფილების პროკურორად.

1983-1986 წლებში მუშაობდა კალინინის რაიონის პროკურორად. 1986-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
1987-1999 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1999-2001 წლებში კი საქართველოს პარლამენტის წევრი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
2001 - 2003 წლებში როლანდ გილიგაშვილი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

ზურაბ ადეიშვილი - 2003-2004


ministerზურაბ ადეიშვილი დაიბადა 1972 წლის 27 ივლისს ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში.
1988 წელს დაამთავრა მთისძირის საშუალო სკოლა.
1994 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1997 წელს ჩაირიცხა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1998-1999 წლებში სწავლობდა ნიდერლანდებში, გრონინგენის სამეფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში.
1996 წლის თებერვლიდან 1999 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში - საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვან სპეციალისტად.
1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე სამართლებრივი განათლებისა და ინფორმატიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
1999 წლის სექტემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ოქრუაშვილი და პარტნიორები“ იურისტად.
1999 წლის ნოემბრიდან 2002 წლის მაისამდე საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარე.
2002 წლის მაისიდან 2003 წლის დეკემბრამდე - საქართველოს პარლამენტის წევრი.
2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გიორგი პაპუაშვილი - 2004-2005

 

ministerგიორგი პაპუაშვილი დაიბადა 1972 წლის 26 დეკემბერს ქ.თბილისში.
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
1996-1997 წლებში სწავლობდა ქ. ბუდაპეშეტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, სადაც მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
1996-2000 წლებში სწავლობდა ქ.ვაშინგტონში ამერიკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, სადაც მიიღო იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
1996-1999 წლებში მუშაობდა პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის აპარატში წამყვან სპეციალისტად და შემდგომ აპარატის უფროსად.
2000 წლის შემოდგომაზე მუშაობდა ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფის ექსპერტად და აპარატის უფროსად.
2000 წლის დეკემბრიდან მუშაობდა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორად 2004 წლის მარტამდე.
2004 წლის 17 თებერვლიდან 2005 წლის იანვრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირებები ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სასწავლო ინსტიტუტებში.
კითხულობს ლექციებს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტში (GYPA).
არის 6 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

გია ქავთარაძე - 2005-2007
 

დაიბადა 1970 წელს თბილისში.

1992 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 1993 წელს  - ინდიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასპირანტურა.

1992 წლის აგვისტოდან 1993 წლის იანვრამდე მუშაობდა საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროში სპეციალისტად.
1993 წელს
, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდიანას უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „Square, Sanders and Dampsey” იურისტად.
1994-1995 წლებში იყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) საქართველოს წარმომადგენლობის საფინანსო ადმინისტრატორის თანაშემწე.
1995-1997 წლებში იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტრატორი.

1997-1998 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტის – საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის მხარდაჭერა” კონსულტანტად.
1998 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორად, ხოლო იმავე წლის ქტომბერში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორად.
1999 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა
სამი წლის ვადით ჩია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად, ხოლო 2000 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნად.

2002-2003 წლებში მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - ტაჯიკეთის რესპუბლიკის სასამართლო რეფორმა” სამართლებრივ კონსულტანტად. პარალელურად, იყო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტის- პროკურატურის რეფორმა საქართველოში” სამართლებრივ კონსულტანტ.

სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სასწავლო გადამზადების კურსებში. კერძოდ: (UNICEF) –ის საკადრო რესურსების მართვა (1997 წ., შვეიცარია, ჟენევა); (UNICEF)–ის პროგრამების მართვის დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტი” (1997წ., შვეიცარია, ჟენევა); (UNICEF)–ის სახელფასო მეთოდოლოგია და სამუშაოთა კლასიფიკაცია” (1997 წ., ეგვიპტე, ქაირო); სამოსამართლო სწავლება” (1999 წ., აშშ, ნევადა); სამართლის ხელმისაწვდომობა - ცვლილებათა სტრატეგია” (2001 წ., გაერთიანებული სამეფო, ლონდონი); სასამართლო სისტემა” (2001 წ., ისრაელი); სასამართლო მართვა და რეფორმა” (2001 წ., აშშ);

2005 წლის ივნისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2005 წლის 22 დეკემბერს  დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

ეკა ტყეშელაშვილი - 2007-2008

 

დაიბადა 1977 წლის 23 მაისს ქალაქ თბილისში
1994 წელს დაამთავრა თბილისის 46-ე საშუალო სკოლა.

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
1999-2000 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში იურისტად.
2001-2002 წლებში გადიოდა პრაქტიკას ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში ბრალმდებლის ოფისში სააპელაციო განყოფილებაში.
2002-2004 წლებში მუშაობდა ინსტიტუციური რეფორმისა და არასამთავრობო სექტორის  - IRIS-საქართველოს - ჯერ იურისტად, შემდგომ კი დირექტორად.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.
2006 წლის მაისიდან 2007 წლის აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2007 წლის აგვისტოდან 2008 წლის იანვრამდე ყო საქართველოს იუსტიციის მინისტრ.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.