საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           

საწყისი გვერდი > იურიდიული დეპარტამენტი

 

იურიდიული დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს:

 

  • სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგელობასა და კოორდინაციას;

  • აწარმოებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზს,აღრიცხავს მათ და ქმნის ერთიან საინფორმაციო ბანკს.

  • დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის აგრეთვე სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

  • სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა;

  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

  • მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.