|
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების
სამსახური იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ფარგლებში 2007 წლის
ივლისში ამოქმედდა. იგი პილოტური პროექტის - საზოგადოებრივი (სახაზინო)
ადვოკატის სამსახურისა ბაზაზე ჩამოყალიბდა.
საქართველოს
კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად „დაცვის უფლება გარანტირებულია”, რაც იმას
ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს, ფინანსური მდგომარეობის
მიუხედავად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს დამცველის დახმარებით სისხლის
სამართლის პროცესის განმავლობაში. იურიდიული დახმარების სამსახურის ძირითად
ფუნქციას, სახელმწიფოს ამ ვალდებულების რეალიზაცია წარმოადგენს.
სამსახური კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს ხარჯზე არსებული იურიდიული
დახმარების სისტემის ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს მოქალაქეებისათვის
ხარისხიანი სამართლებრივი მომსახურების გაწევას.
დღეისათვის,
ქვეყნის მაშტაბით მოქმედებს იურიდიული დახმარების თბილისის, მცხეთა-მთიანეთის,
კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის
ბიუროები, სადაც დასაქმებულები არიან კონკურსის წესით შერჩეული
კვალიფიციური ადვოკატები. საზოგადოებრივი ადვოკატები სპეციალური მანდატის
ფარგლებში, ახორციელებენ ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავდებულთა საადვოკატო
მამსახურეობას, როგორც წინასწარი გამოძიების დროს, ისე საქმის სასამართლო
განხილვის ეტაპზე.
იურიდიული დახმარების
სამსახურის ბიუროებს აქვს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს
შეუძლია მიიღოს კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია.
2009 წლიდან იურიდიული დახმარების ბიუროებში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს
საადვოკატო მომსახურებას გაუწევენ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან
დაკავშირებით.
იხილეთ: თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს
იურიდიული კლინიკის პროგრამა
სამსახურის კოორდინატებია:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. 30 ტელ: (+995 32) 988493
იურიდიული დახმარების ბიუროები:
|
დასახელება |
სამოქმედო ტერიტორია |
მისამართი |
ტელეფონი |
|
თბილისის იურიდიული
დახმარების ბიურო |
თბილისი |
თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1, მე-3
სართული |
623324
895 364410 |
|
მცხეთა-მთიანეთის
იურიდიული დახმარების ბიურო |
მცხეთა
დუშეთი
თიანეთი
ახალგორი
ფასანაური |
მცხეთა, დ. აღმაშენებლის ქ. №61 |
895 901705 |
|
შიდა ქართლის
იურიდიული დახმარების ბიურო |
გორი
ცხინვალი (საკონსულტაციო ცენტრები
ერედვსა და ქურთაში)
აგარა
ქარელი
კასპი
ხაშური |
გორი, ხერხეულიძის ქ. №7 |
895 901704 |
|
ქვემო ქართლის
იურიდიული დახმარების ბიურო |
რუსთავი
მარნეული
გარდაბანი
ბოლნისი
წალკა
დმანისი
თეთრიწყარო
ლაგოდეხი
სიღნაღი |
რუსთავი, კოსტავას გამზ. №31 |
895 901706 |
|
კახეთის
იურიდიული დახმარების
ბიურო |
თელავი
ახმეტა
საგარეჯო
გურჯაანი
დედოფლისაწყარო
ლაგოდეხი
სიღნაღი |
თელავი, ერეკლე II გამზ. №8 |
895 901707 |
|
იმერეთის იურიდიული
დახმარების ბიურო |
ქუთაისი
წყალტუბო
სამტრედია
ვანი
ხონი
ტყიბული
ცაგერი
ბაღდათი |
ქუთაისი, ბუხაიძის ქ. მე-2 მ/რ №26 |
895 901700 |
|
იმერეთის იურიდიული
დახმარების ბიუროს ზესტაფონის განყოფილება |
ზესტაფონი
ტერჯოლა
ხარაგაული
ჭიათურა
საჩხერე |
ზესტაფონი, წერეთლის ქ. №11 |
8 (292) 40250
895 364441 |
|
აჭარის იურიდიული
დახმარების ბიურო |
აჭარის ა/რ ტერიტორია |
ბათუმი, ბერიძის შესახვევი №14 |
895 901701 |
|
სამეგრელოს იურიდიული
დახმარების ბიურო |
ზუგდიდი
წალენჯიხა
ძხოროწყუ
ხობი |
ზუგდიდი, კოსტავას ქ. №22 |
895 901702 |
|
სამეგრელოს იურიდიული დახმარების ბიუროს ფოთის განყოფილება
|
ზემო სვანეთი
სენაკი
აბაშა
მარტვილი |
ფოთი, დ. აღმაშენებლის
ქ. №31 |
895 901703 |
|