იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
იუსტიციის მინისტრი ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
იუსტიციის სამინისტროში სტუდენტების კვლევითი პრაქტიკა დასრულდა
13 მაისს იუსტიციის სამინისტროში პრეზენტაცია - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ასპექტები" - გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები და პროექტ „კვლევითი პრაქტიკის" მონაწილე სტუდენტები - ახალგაზრდა სოციოლოგები და იურისტები, რომლებმაც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ექვსთვიანი პრაქტიკა გაიარეს.
თეა წულუკიანი ''FBI''-ს ხელმძღვანელს შეხვდა
იუსტიციის სამინისტრო კერძო სამართლის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, წერილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ბ-ნ კონსტანტინე კუბლაშვილს
ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს
არჩევნების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ მიზნად დაისახა, რომ ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს ჰყავდეს. წელს, იანვარში, ნოტარიუსი დაინიშნა ოზურგეთში, აპრილში კი - თერჯოლაში, თიანეთსა და წყალტუბოში. მართალია, კანონი ნოტარიუსს არ ავალდებულებს, კარიერის დასაწყისში რომელიმე ერთ ადგილს ან რაიონს დაუკავშიროს თავისი საქმიანობა, მაგრამ ამ მხრივ კანონის დახვეწამდე საქართველოს არაერთი რაიონი რჩება ნოტარიუსის გარეშე, რადგან ნოტარიუსობის კანდიდატების უმრავლესობას თბილისში დაფუძნება სურს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად სტრასბურგში იმყოფება. ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას ესწრება, 23 აპრილს კი, ადგილობრივი დროით 12.00 საათზე, ევროსაბჭოს დეპუტატების წინაშე საქართველოს პრემიერი წარდგება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
იუსტიციის მინისტრი თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო სამიტს ესწრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტამბულში ბუდაპეშტის პროცესის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციას ესწრება. სამიტი „აბრეშუმის გზის პარტნიორობა მიგრაციისთვის" თურქეთის მთავრობის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით იმართება. მას 50-მდე სახელმწიფოს მინისტრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილის ბრძანების თანახმად, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა. გამოცდა 18 მაისს დაიწყება და ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე ეტაპი კი - პროფესიულ ტესტირებას.















