„ღია მმართველობის პარტნიორობა" ("Open Government Partnership") ინიცირებულ იქნა 2011 წელს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტის, დილმა რუსეფის მიერ. იგი მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაზრდას. განისაზღვრა ღია მმართველობის პარტნიორობის ხუთი ძირითადი გამოწვევა: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ბიზნესის პასუხისმგებლობის გაზრდა.
„ღია მმართველობის პარტნიორობის" პროექტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას და ხელი შეუწყონ აღნიშნული მიზნების მიღწევას. წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები და წარადგინეს 2012 წლის 17 აპრილს ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე ბრაზილიაში.
„ღია მმართველობის პარტნიორობას" საქართველო 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა. მომზადდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა. (იხილეთ სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია).
გეგმაში ასახულია ქვეყნის ვალდებულებები, ოთხი გამოწვევის ფარგლებში:
1. საჯარო მომსახურების გაუმჯობესება
2. საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა
3. საჯარო რესურსების უკეთესი მართვა
4. უსაფრთხო გარემოს შექმნა





