გენერალური ინსპექცია იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ჩატარება პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-335-ე, 337-342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;
სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება.
გენერალურ ინსპექციის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

- საგამოძიებო სამმართველო
- სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო.
- საფინანსო-სარევიზიო სამმართველო
საკონტაქტო ტელეფონი: (995 32) 40 55 99
ელ.ფოსტა geninspection@justice.gov.ge
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით
მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა არ გახდეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.