სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფები
სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები შემდეგი მიმართულებებით:
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
- პენიტენციური სისტემა
- პრობაცია
- იურიდიული დახმარება
- სისხლის სამართლის კანონმდებლობა
- პოლიცია
- სასამართლო
- პროკურატურა
- სტატისტიკა
სამუშაო ჯგუფები წარმოადგენენ საბჭოს ფარგლებში არსებულ ინსტიტუციონალურ ორგანოს, რომელთა შეხვედრები იმართება რეგულარულად. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დონორი/საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. სამუშაო ჯგუფის მანდატი განისაზღვრა და შეთანხმებულ იქნა თითოეული სამუშაო ჯგუფისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფების ფუნქციები ასევე მოიცავს:
- სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას
- შესაბამის სფეროებში საკანონმდებლო ცვლილებებისა და კანონპროექტების განხილვას
- სხვადასხვა საკითხების განხილვასა და საბჭოს წინაშე წარდგენას
ზემოთხსენებულ პრიორიტეტულ სფეროებში სამუშაო ჯგუფების შექმნა განპირობებული იყო მიმდინარე რეფორმების დეტალურად განხილვის მიზნით. კერძოდ, 2009 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განსხვავებით 2005 წლის სტრატეგიისა მოიცავს ორ ახალ კომპონენტს - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას და პრობაციას. ამასთანავე, პენიტენციური სისტემის ინსტიტუციონალურმა გამოწვევებმა საჭირო გახადა სრულყოფილი სტრატეგიის შემუშავება, მაშინ როცა იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს ახლად შექმნილ ინსტიტუტს.
2010 წელს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შექმნილიყო დამატებით სამუშაო ჯგუფები, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებისა და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაციის გაცვლისა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. სამუშაო ჯგუფები შეიქმნა შემდეგი მიმართულებებით: სისხლის სამართლის კანონმდებლობა, პოლიცია, სასამართლო და პროკურატურა.
თითოეულ სამუშაო ჯგუფს ჰყავს მომხსენებელი/თანა-მომსხენებელი:
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ნინო სარიშვილი (იუსტიციის სამინისტრო); აარონ გრინბერგი (გაეროს ბავშვთა ფონდი); ანტონ ქელბაქიანი (არასრილწლოვანთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი);
2. პენიტენციური სისტემის რეფორმა - (სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო)
3. პრობაცია - Gგიორგი არსოშვილი (პრობაციის ეროვნული სააგენტო)
4. იურიდიული დახმარება - ალექსანდრე ბარამიძე (იუსტიციის მინისტროს მოადგილე); მელიტონ ბენიძე (იურიდიული დახმარების სამსახური)
5. სისხლის სამართლის კანონმდებლობა - ალექსანდრე ბარამიძე (იუსტიციის სამინისტრის მოადგილე)
6. პოლიცია - ეკატერინე მაჭავარიანი (შინაგან საქმეთა სამინისტრო)
7. სასამართლო - თეა წულუკიანი (იუსტიციის მინისტრი); მერაბ გაბინაშვილი (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე)
8. პროკურატურა - კახაბერ წერეთელი ( მთავარი პროკურატურის ოფისი)
9. სტატისტიკა - რუსუდან მიხელიძე (იუსტიციის სამინისტრო)
თანდართული მასალები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფი:
- სამუშაო ჯგუფის მანდატი
- სამუშაო ჯგუფის წევრები
- სტრატეგია
- არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფი:
- 5 მაისის შეხვედრის ოქმი
- 24 ნოემბრის შეხვედრის ოქმი
- 2012 წლის 3 მაისის შეხვედრის ოქმი
- 2013 წლის 5 მარტის შეხვედრის ოქმი
პრობაციის სამუშაო ჯგუფი
- 27 იანვრის შეხვედრის ოქმი
- 10 თებერვლის შეხვედრის ოქმი
- 5 ივნისის შეხვედრის ოქმი
- 1 სექტემბრის შეხვედრის ოქმი
- 13 ოქტომბრის შეხვედრის ოქმი
- 27 ოქტომბრის შეხვედრის ოქმი
- 12 ნოემბრის შეხვედრის ოქმი
იურიდიული დახმარების სამუშაო ჯგუფი:
- 28 იანვრის შეხვედრის ოქმი
- 25 თებერვლის შეხვედრის ოქმი
- 5 ივნისს გამართული შეხვედრის ოქმი
- 8 სექტემბრის შეხვედრის ოქმი
- 13 ოქტომბრის შეხვედრის ოქმი
- 2012 წლის 4 მაისის შეხვედრის ოქმი
- 2013 წლის 29 იანვრის შეხვედრის ოქმი
- 2013 წლის 25 მარტის შეხვედრის ოქმი
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი:
- სამუშაო ჯგუფის მანდატი
- სამუშაო ჯგუფის წევრები
სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფი:
- სამუშაო ჯგუფის მანდატი
- სამუშაო ჯგუფის წევრები
პროკურატურის სამუშაო ჯგუფი:
- სამუშაო ჯგუფის მანდატი
- სამუშაო ჯგუფის წევრები
Ad Hoc სამუშაო სამუშაო ჯგუფი
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.
უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში
21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.
აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.
„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.
მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები
გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.
შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.
პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია















