''კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ'' ორი თვის მუშაობის შედეგები წარმოადგინა

თარიღი: 12 ივლისი 2012

12 ივლისს, „პრაიმტაიმის" პრესკლუპში „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაქრაძემ და პროექტის მენეჯერმა ლალი კალანდაძემ პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

პროექტი, პირველ ეტაპზე, 300 სოფელს მოიცავს. 15 მაისს, საზოგადოების მუშაობაში ჩართვის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა. გამარჯვებულ აპლიკანტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ  უსასყიდლო  ტექნიკური მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში. მათ უფასოდ გადაეცემათ  კომპიუტერი, სპეციალური ტრეინინგისა და  სტაჟირების გავლის შემდეგ კი გამარჯვებული კონკურსანტები თავიანთ სოფლებში დასაქმდებიან და თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან.

კონკურსის ფარგლებში 1500-მდე განაცხადი შემოვიდა. კონკურსანტებმა რამდენიმე ეტაპიანი შერჩევა გაიარეს. ჩააბარეს ტესტები უნარ-ჩვევებში, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს  გასაუბრება ჩაუტარდათ.

უკვე ცნობიალია ასი გამარჯვებული კონკურსანტის ვინაობა და 50 სოფელი, სადაც ისინი დასაქმდებიან. დანარჩენი 500 პრეტედენტის ვინაობა კი, რომლებიც „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ცენტრებს 250 სოფელში მოაწყობენ, ორ კვირაში გახდება ცნობილი.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოება" სახალხო პროექტია, მასში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების გარდა, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც ჩაერთვნენ. პროგრამის მხარდამჭერები არიან იუსტიციის სამინისტრო, „საქართველოს ბიზნესის ასოციაცია",  კომერციული ორგანიზაციები - „ლიბერთი ბანკი", „მაგთიკომი", „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", „სილქნეტი", „კავკასუსი", „ლუკოილი", „ვისოლი", „რომპეტროლი", „გალფი" და სხვ.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პრეზენტაცია ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში 10 მაისს გაიმართა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მის სადამფუძნებლო დეკლარაციას მოაწერა ხელი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. პროექტის მიზანი თანამედროვე ქართულ სოფლებში კომპიუტერის ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელება, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ეკონომიკური საქმიანობისთვის  გამოყენების სწავლებაა.

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება

თარიღი: 24 მაისი 2013

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.

თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.

ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

ღონისძიების პროგრამა

ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა

თარიღი: 24 მაისი 2013

საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.

ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა.  როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.

დელეგაციამ  უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან,  ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები