მოქალაქეებს ID ბარათებისა და პასპორტების მიღება ფოსტითაც შეუძლიათ

თარიღი: 04 ივლისი 2012

სამოქალაქო რეესტრისთვის საფოსტო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება რუსთავის იუსტიციის სახლში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და შპს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ბესარიონ გელენიძემ.

გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს: ID ბარათისა და პასპორტის მიღების მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ დოკუმენტის მისაღებად განაცხადი იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში გააკეთონ, ხოლო დამზადებული დოკუმენტი დასახელებულ მისამართზე მიიღონ ფოსტით.   მათ  ამ სერვისით სარგებლობისთვის, დოკუმენტის ღირებულებასთან ერთად, დამატებით ორი ლარის გადახდა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ მზა დოკუმენტი გადაეცემა  მხოლოდ განმცხადებელს. როგორც ცნობილია, ID ბარათები და პასპორტები მოქალაქეს შეუძლია მიიღოს განაცხადის ჩაბარებიდან მე-10, მე-5, მე-3, მე-2 და იმავე დღეს. საბუთის ჩაბარებისთვის მოქალაქემ უნდა მიუთითოს 18.00 საათამდე, ნებისმიერი სამ საათიანი პერიოდი, მაგალითად 13.00-დან 16.00 საათამდე.

დოკუმენტის ჩაბარების ადგილად განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი მისამართი, მათ შორის სოფლად არსებული მისამართები. 

მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, ასევე შესაძლებელია დოკუმენტის მისაღებად განაცხადი მიიღოს სრს თბილისის საბურთალოს ტერიტორიულმა სამსახურმა და მოქალაქემ გადაცემის მისამართად მიუთითოს ქალაქ რუსთავში მდებარე მისამართი.

ფოსტის წარმომადგენელი ვიზიტს განახორციელებს გადაცემის დღეს მითითებულ მისამართზე დასახელებული დროის შუალედში, ამიტომ აუცილებელია მოქალაქე აღნიშნულ დროს მისამართზე იმყოფებოდეს. ასევე განმცხადებელი ინფორმირებული იქნება იმის თაობაზე, რომ თუ პირველ ვიზიტზე დოკუმენტი ვერ იქნება ჩაბარებული, ფოსტის თანამშრომელი იმავე მისამართზე მომდევნო დღეს მითითებულ დროის შუალედში გამოცხადდება. თუ მეორე ცდაზეც ვერ განხორციელდა საბუთის ჩაბარება, დოკუმენტი დაბრუნდება განცხადების მიმღებ სამსახრუში.

ვინაიდან საფოსტო მომსახურებით დოკუმენტის გაცემა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მისამართზე, დოკუმენტის გაგზავნას სჭირდება გარკვეული დრო. აქედან გამომდინარე, თბილისში შესაძლებელია როგორც ერთდღიანი, ასევე ნებისმიერ დაჩქარებულ ვადაში ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის გაგზავნა.

ცნობისთვის, სამომავლოდ, საფოსტო მომსახურებით, შესაძლებელი იქნება სხვა დოკუმენტების გაცემაც.

 

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 21 მაისი 2013

21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.

„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში -  „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.

მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები

თარიღი: 20 მაისი 2013

გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.

პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია

 

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები