დაზარალებულის კვირეული სრულდება

თარიღი: 23 ივნისი 2012

დაზარალებულის უფლებების დაცვის კვირეული, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით 18 ივნისიდან მიმდინარეობს, დღეს, ქალაქის პროკურატურაში კინოჩვენებით დასრულდა. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, 1997  წლის ოსკარის ნომინანტი ფილმი „ჭკვიანი ვილ ჰანტინგი" ნახეს.

იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტის „ლიდერთა სახლის" მოსწავლეები საათნახევრის მანძილზე დიდი ინტერესით ადევნებდენ თვალს მთავარი გმირის - ნიჭიერი ახალგაზრდის ცხოვრებას, რომელსაც ასოციალური ქცევის გამო გამუდმებით ექმნება პრობლემები, შემდეგ კი, მასწავლებლის რჩევით, სარეაბილიტაციო კურსის გავლა ფსიქოთერაპევტთან უწევს. ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, მოსწავლეებმა „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის" სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელს, თუ რა შეიძლება იყოს აგრესიული ქცევის მიზეზი, რა პრობლემებს შეიძლება მალავდეს უხეშობა და საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული დარღვევა, რეაბილიტაციის რა ფორმები შეიძლება იყოს შეთავაზებული ამ ტიპის მოზარდებისათვის და ვინ უნდა შესთავაზოს მათ ეს სერვისი. „ლიდერთა სახლის" წარმომადგენლებმა არასრულწოვანთა დანაშაულის პრევენციაში პროკურატურის როლზეც ისაუბრეს და თავიანთი მოწონება გამოხატეს იმ პროექტების მიმართ, რომლებსაც უწყება ახორციელებს და რომელიც სასჯელის არასაპატიმრო, ალტერნატიულ ფორმებზეა ორიენტიორებული.

18 ივნისიდან მოყოლებული „დაზარალებულის კვირეულის" ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა ორდღიანი კონფერენცია ბათუმში, რომელიც დაზარალებულის ინტერესების დაცვას, ამ კუთხით მიმდინარე და სამომავლო პროექტებს მიეძღვნა, ჩატარდა „მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის" კვლევის პრეზენტაცია, გაიმართა  მრგვალი მაგიდა თბილისის პროკურატურაში.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი საქართველოს პროკურატურის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას უზრუნველყოს მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა, მიაწოდოს მათ დეტალური ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ეს სამსახური 2011 წლის აგვისტოდან ამოქმედდა, თავდაპირველად ის პილოტურ რეჟიმში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედებდა. წელს მისი არეალი გაფართოვდა - პროგრამამ თელავი, ზუგდიდი და გორიც მოიცვა.

 

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება

თარიღი: 24 მაისი 2013

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.

თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.

ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

ღონისძიების პროგრამა

ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა

თარიღი: 24 მაისი 2013

საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.

ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა.  როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.

დელეგაციამ  უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან,  ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები