თბილისის პროკურატურაში „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის“ საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

თარიღი: 21 ივნისი 2012

21 ივნისს, თბილისის პროკურატურაში დაზარალებულის კვირეულის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება მთავარი პროკურატურის ახალი სერვისის „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის" ამოქმედების  წლისთვს მიეძღვნა.

მრგვალი მაგიდის გარშემო კოორდინატორები  და მათთან პრაკტიკის კურსზე მყოფი სტუდენტები შეიკრიბნენ. მათ ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და იმ საირთულეებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რამაც ახალი პროექტის ფარგლებში იჩინა თავი.   პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და  პროგრამის სამომავლო გეგმებზე  იმსჯელეს.

მოწმისა და დაზარელბულის კოორდინატორის სამსახურში პრაქტიკებს  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ პოლიტიკური ფაკულტეტის დამამთავრებელი ფაკულტეტის ბაკალვრები და მაგისტრები გადიან. მომავალი სოციოლოგების თქმით, პროექტში სამთვიანი  ჩართულობა  მათთვის  პრაქტიკული გამოცდილების მიღების  საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა.

მთავარი პროკურატურის ინიცირებული დაზარალებულის კვირეული ორშაბათს, 18 მაისს, ბათუმში, კონფერენციით გახსნა   და ის 24 ივნისამდე გასტანს. გუშინ იუსტიციის სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ახალი სამსახურის მიმართ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზეანტაცია გაიმართა, რომლის მონაცემებით,   გამოკითხულთა დაახლოებით 93%-ს „მოწმისა და დაზარალებულის" კოორდინატორის სამსახური" „მნიშვნელოვნად" ან „ძალიან მნიშვნელოვნად" მიაჩნიათ, მათი 96% კი გაწეული მომსახურებით „კმაყოფილი" ან „ძალიან კმაყოფილია". „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის" სერვისით სარგებლობის შემდეგ პროკურატურის მიმართ განწყობა დადებითად შეეცვალა გამოკითხულთა 69%-ს.

მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოს პროკურატურა კიდევ არაერთ ღონისძიებას უმასპინძლებს, დაგეგმილია შეხვედრები და დისკუსიები, დისკუსიები, სადაც დაზარალებულის უფლებების დაცვაზე ისაუბრებენ, გაიმართება პრეზენტაცია პროექტის მომავალი ბენეფიციარევისათვის, კვირის ბოლოს კი დაზარალებულის უფლებების შესახებ „ლიდერთა სკოლის" მონაწილეები იმსჯელებენ.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის" სამსახური 2011 წლის აგვისტოდან მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. წლეულს მისი არეალი გაფართოვდა - პროგრამამ თელავი, ზუგდიდი და გორიც მოიცვა. სამსახურის მიზანი სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა და მათთვის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა, რაც მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ სისტემასთან უფრო ეფექტურს გახდის.

 

 

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 21 მაისი 2013

21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.

„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში -  „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.

მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები

თარიღი: 20 მაისი 2013

გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.

პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია

 

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები