''შესაძლებლობები შეუზღუდავია''- ფოტოგამოფენა იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 14 ივნისი 2012

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში მიღება გაიმართა. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, საჯარო და სამოქალაქო რეესტრეებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ნოტარიუსთა პალატასა და ეროვნულ არქივში დასაქმებულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე შეხვდა.

მიღებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო ორგნიზაციებისა და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წევრები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრულწლოვნები, ჟურნალისტები, მოწვეული სტუმრები.

სამინისტროს ფოიეში სპეციალურად ამ დღისათვის გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით - „შესაძლებლობები შეუზღუდავია." სამინისტროს სამსახურებში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები „კიკალასტუდიომ" გადაიღო.  სახლსა და ოფისში, სამუშაო მაგიდასთან გადაღებული კადრებით ფოტოგამოფენის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად წელს,  სააღდგომოდ, იუსტიციის სამინისტრომ შარდენზე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" მხარდასაჭერად იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მსახიობები და  საბავშვო სტუდია „ენკი-ბენკი" გაერთიანდნენ. საქველმოქმედო კონცერტსა და გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით კოალიციის  სასათბურე მეურნეობაში გათბობის სისტემა დამონტაჟდება.

იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დასაქმების პროგრამას უკვე რამდენიმე წელია, ახორცილებს. შეზღუდული შესაძლებობის  მქონე პირებს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და იუსტიციის სახლებში დამოუკიდებლად გადაადგილება, სერვისების მიღება და მუშაობა თავისუფლად შეუძლიათ. იმ ოფისებში დასაქმებულები კი,  სადაც ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის, ჯერ-ჯერობით დისტანციურად მუშაობენ.

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან, პარლმენტის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

 

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 21 მაისი 2013

21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.

„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში -  „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.

მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები

თარიღი: 20 მაისი 2013

გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.

პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია

 

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები