იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სამსახურში ინოვაციების კვლევა იწყება

თარიღი: 07 ივნისი 2012

ყველაზე ინოვაციური სამინისტრო სტუდენტებს საჯარო სამსახურის ინოვაციების კვლევაში მონაწილეობას სთავაზობს. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა  ბიზნესის ადმინისტრირების ან საჯარო მართვის   ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და  მაგისტრატურის სტუდენტებს მიეცემათ. პროგრამის პრეზენტაცია დღეს, 6 ივნისს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას  თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საჯარო სამსახურში დანერგილი სიახლეების კვლევის საჭიროება იმ ინოვაციური პროექტების სიმრავლემ წარმოშვა, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები სხვდასხვა მიმათულებით  ახორციელებენ.

უკანასკნელი წლების მანძილზე, მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსა და მის სამსახურებში არაერთი ინოვაცია დაინერგა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი - იუსტიციის სახლია, რომლის კონცეფცია უნიკალურია და არ წარმოადგენს რომელიმე უცხოური რეფორმის ანალოგს. თუმცა, ეს არ არის უწყებაში დანერგილი ერთადერთი სიახლე. მნიშვნელოვნად შეიცვალა მენეჯმენტის სისტემა, საკადრო პოლიტიკა, საქმისწარმოების წესი, დაინერგა ახალი მიდგომები და ხედვა არაერთი მიმართულებით. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, ჩატარდეს სპეციალური კველევა, რომელიც საჯარო სამსახურებში დანერგილ ინოვაციებს შეისწავლის, შეაჯამებს და სამომავლოდ, მათი განვითარების პერსპექტივებს გამოკვეთს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დოკუმენტზე სტუდენტები - მომავალში ინოვაციური პროექტების ავტორები იმუშავებენ.

პროგრამაში მოანაწილე ათი სტუდენტი კონკურსის წესით შეირჩევა, მასში მონაწილეობის მსურველებმა CV და კვლევის მოკლე აღწერილობა ელექტრონულ მისამართზე trainingcenter@justice.gov.ge  უნდა გააგზავნონ. დოკუმენტში ნათლად უნდა ჩანდეს კვლევის მიზანი, ეტაპები და მოსალოდნელი შედეგი. პირევლ ეტაპზე შერჩეულ სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება, საბოლოოდ კი საჯარო სამსახურში ინოვაციების კვლევას ათი სტუდენტი განახორციელებს. ისინი იუსტიციის სასწავლო ცენტრში დასაქმდებიან და ჰონორარის სახით 300 ლარს მიიღებენ.

 

 

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 21 მაისი 2013

21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.

„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში -  „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.

მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები

თარიღი: 20 მაისი 2013

გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.

პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია

 

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები