საქართველოში მასობრივი შეფასების პროექტი იწყება

თარიღი: 22 მაისი 2012

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,  საქართველოში უძრავი ქონების მასობრივი შეფასების პროექტი იწყება. უძრავი ქონების შეფასების საკითხი აქტუალურია როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ისე ქონების გადასახადის ადმინისტრირების, იპოთეკური სესხის თუ სხვა ასპექტით. ქვეყანაში ქონების შეფასებას აუდიტორები და შემფასებლები ახდენენ, ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემოსავლების სამსახური, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ქ. თბილისის მერია და სხვ.) კი ამავე მიზნით მოქმედებენ შესაბამისი შეფასების სამსახურები.

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის, შემოსავლების სამსახურის, ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კონტროლის პალატის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ქალაქ თბილისის მერიის, აგრეთვე, კომერციული ბანკების, აუდიტორული და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები და კერძო შემფასებლები.  

უძრავი ქონების მასობრივი შეფასების პროექტის მიზანია, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებულ იქნას შეფასების უნიფიცირებული მოდელი, რომელიც პირველ ეტაპზე გამოიყენება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

მასობრივი შეფასების სისტემის პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში უძრავი ქონების შეფასებაში უნიფიცირებული, სტანდარტიზებული მიდგომის დამკვიდრებას. სემინარზე განხილული იქნება შვედური გამოცდილება მასობრივი შეფასების მიმართულებით და საქართველოში ანალოგიური სისტემის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა გეგმა, მასობრივი შეფასების მეთოდოლოგიისა და თრენინგის ჯგუფის, აგრეთვე საკოორდინაციო  საბჭოს ფორმირების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შვედი ექსპერტი ჰ. სოდერბლომი სემინარის მონაწილეებს გააცნობს მასობრივი შეფასების შვედურ მოდელს, ხოლო საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ისაუბრებენ უძრავი ქონების ბაზრის ანალიზისა და პროგნოზის სისტემის და ქონების ბაზრის განვითარების მხარდამჭერი სხვა პროექტების შესახებ.

სემინარი  მნიშვნელოვანია როგორც კერძო, ისე საჯარო სუბიექტებისათვის. მასობრივი შეფასების პროექტი შექმნის საშუალებას, უძრავი ქონების შეფასება განხორციელდეს ელექტრონულად, ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფით, მაქსიმალური სიზუსტით, უნიფიცირებული მეთოდოლოგიითა და სტანდარტებით.

საქართველოში მასობრივი შეფასების სისტემის პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება

თარიღი: 24 მაისი 2013

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.

თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.

ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

ღონისძიების პროგრამა

ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა

თარიღი: 24 მაისი 2013

საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.

ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა.  როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.

დელეგაციამ  უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან,  ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები