მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მარნეულში შეხვედრა გამართა
თარიღი:
08 ივნისი 2012
8 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მარნეულის მოსახლეობას შეხვდა. დავით საყვარელიძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურაში გატარებული რეფორმების შესახებ, გააცნო მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული პროექტები, მიმოიხილა ნარკოტიკული დანაშაულის ვითარება საქართველოში.
კოჯრის მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საბავშვო ცენტრმა უმასპინძლა
თარიღი:
08 ივნისი 2012















